Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ანთიძე მოხის შენობაზე: ნაეკლესიარზე აშენდა თუ მეჩეთი იყო, ამაზე აღარც იქნება მსჯელობა

03 ნოემბერი, 2016 15:43

სოფელ მოხის სადავო შენობის წარმომავლობის დამდგენი კომისიის გადაწყვეტილებით, მოხეში, სოფლის ცენტრში მდგარი სადავო შენობა არც ერთ მხარეს არ გადაეცემა.

„ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში მდებარე კლუბის სტატუსით რიცხულ შენობასთან დაკავშირებით არსებული გარემოებების შემსწავლელი კომისიას" ნაგებობის წარმომავლობა არ შეუსწავლია მიუხედავად იმისა, რომ იგი სწორედ ამ მიზნით შეიქმნა. კომისიას უნდა დაედგინა, არის თუ არა ნაგებობა ისტორიულად მეჩეთი და არის თუ არა ის ეკლესიის ქვებით აშენებული. 

დღეს, 3 ნოემბერს, სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში, სოფელ მოხის სადავო შენობის წარმომავლობის დამდგენი კომისიის სხდომა გაიმართა. 

ნიკოლოზ ანთიძის თქმით, ადგილობრივ მუსლიმ მოსახლეობას ორ ალტერნატივას შესთავაზებენ: სახელმწიფო გამოისყიდის შენობას, სადაც აქამდე მუსლიმები ლოცვას აღავლენენ და ამ შენობას გადასცემენ მუსლიმთა სამმართველოს, ან სახელმწიფო შეისყიდის მიწას და თავისივე სახსრებით ააშენებს მეჩეთს.

ხოლო რაც შეეხება სადავო შენობას, ნიკოლოზ ანთიძის თქმით, სააგენტომ აიღო ვალდებულება, უახლოეს პერიოდში მოამზადოს შენობის დაცულობისა და ფუნქციური დატვირთვის კონცეფცია.

შეკითხვაზე, თუ რა ფუნქცია შეიძლება ჰქონდეს ამ შენობას მომავალში, ნიკოლოზ ანთიძემ გვიპასუხა, რომ მას არ ექნება რელიგიური დატვირთვა. „თუ რა ფუნქცია ექნება შენობას, ამაზე ვიმსჯელებთ. შესაძლოა, იყოს კულტურულ-საგანმანათლებლო. თუმცა ყველაფერი ჯერ იდეის დონეზეა“ - ამბობს ანთიძე.

იმსჯელა თუ არა კომისიამ შენობის ისტორიულ წარმომავლობაზე და გეგმავს თუ არა სააგენტო მომავალში ამის შესწავლას - როგორც ანთიძემ „ლიბერალს“ განუცხადა:

„არა, სააგენტო ისტორიულ კვლევას არ გეგმავს. კომისია შეთანხმდა, რომ რომ არც ერთ მხარეს არ გადაეცემა სადავო შენობა. ნაეკლესიარზე აშენდა თუ მეჩეთი იყო, ამაზე აღარც იქნება მსჯელობა, უბრალოდ მომავალ ფუნქციაზე იქნება საუბარი და მის დაცულობაზე.“.

მისივე თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი იყო დაპირისპირების აღმოფხვრა, რომ ადგილობრივ მუსლიმებს იქ ლოცვის შესაძლებლობა ჰქონოდათ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^