Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: LIBERALIMAGAZINE@GMAIL.COM Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ტარიელ ნაკაიძე მოხის კომისიის გადაწყვეტილებაზე: სახელმწიფო დაძაბულობის კერას ქმნის

03 ნოემბერი, 2016 16:17

„ქართველ მუსლიმთა კავშირის" თავმჯდომარე ტარიელ ნაკაიძე მოხის სადავო ნაგებობის ირგვლივ შექმნილი კომისიის გადაწყვეტილებას აბსურდულს უწოდებს და ამბობს, რომ სახელმწიფო მსგავსი გადაწყვეტილებებითა და მიდგომებით დაძაბულობის კერას ქმნის.  

ნაკაიძე მიიჩნევს, რომ კომისია საერთოდ უნდა გაუქმებულიყო, რადგან ისედაც ნათელია, რომ ნაგებობა ისტორიულად მეჩეთი იყო. 

„ხელისუფლებამ არ გადადგა სწორი ნაბიჯი. ეს დისკრიმინაციული მიდგომაა ადგილობრივი მოსახლეობის მიმართ. მათ უფლება აქვთ, ილოცონ ისტორიულ მეჩეთში, თავისუფალ გარემოში. არ მქონდა მოლოდინი, რომ კომისია ადეკვატურ გადაწყვეტილებას მიიღებდა. იმედია ამ გადაწყვეტილებას გადახედავენ და საკითხს გონივრულად მიუდგებიან" - ამბობს ნაკაიძე. 

რაც შეეხება გადაწყვეტილებას, რომელიც კომისიამ მიიღო, რომ „ სახელმწიფო გამოისყიდის შენობას, სადაც აქამდე მუსლიმები ლოცვას აღავლენენ და ამ შენობას გადასცემენ მუსლიმთა სამმართველოს, ან სახელმწიფო შეისყიდის მიწას და თავისივე სახსრებით ააშენებს მეჩეთს", ნაკაიძე ამბობს რომ ეს დროის გაწელვის მცდელობაა.

„ისინი დაინტერესებულნი არიან, რომ აქ მეჩეთი არ გაიხსნას" - ამბობს ნაკაიძე. 

სოფელ მოხის სადავო შენობის წარმომავლობის დამდგენი კომისიის გადაწყვეტილებით, მოხეში, სოფლის ცენტრში მდგარი სადავო შენობა არც ერთ მხარეს არ გადაეცემა. „ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში მდებარე კლუბის სტატუსით რიცხულ შენობასთან დაკავშირებით არსებული გარემოებების შემსწავლელი კომისიას" ნაგებობის წარმომავლობა არ შეუსწავლია მიუხედავად იმისა, რომ იგი სწორედ ამ მიზნით შეიქმნა. კომისიას უნდა დაედგინა, არის თუ არა ნაგებობა ისტორიულად მეჩეთი და არის თუ არა ის ეკლესიის ქვებით აშენებული. 


ანთიძე მოხის შენობაზე: ნაეკლესიარზე აშენდა თუ მეჩეთი იყო, ამაზე აღარც იქნება მსჯელობა

მოხელი მუსლიმების შეუცვლელი მოთხოვნა

პოლიციამ მოხეში სადავო ნაგებობის კარი ჩახერგა - შსს: კანონის შესაბამისად ვმოქმედებთ

ევროსასამართლომ მოხეში მუსლიმების უფლებების დარღვევის ფაქტზე განაცხადი წარმოებაში მიიღო

ვაშაყმაძე: მოხეში მუსლიმ თემს ლოცვის პრობლემა არ ჰქონია

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

24 აპრილი
24 აპრილი

შსს: რუსთავის მე-3 სკოლაში ასაფეთქებელი ...

შსს-ს ცნობით, ინფორმაცია რუსთავის მე-3 საჯარო სკოლაში ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ ცრუ განგაში აღმოჩ ...
24 აპრილი
24 აპრილი

„ნაციონალური მოძრაობა“ ირაკლი ჩხვირკიას ...

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ირაკლი ჩხვირკიას დაკავებას პოლიტიკურად მოტივირებულ დევნად აფასებს.  &bd ...
24 აპრილი
24 აპრილი

სასამართლომ მაკა ჩიჩუას ძმას, მიხეილ მგა ...

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს პირველი ლედის, მაკა ჩიჩუას ძმას, მიხეილ მგალობლიშვილს  4 წლით თ ...
^