Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თრეილერი ► Trainspotting 2: ფილმის ძველი პერსონაჟები 20 წლის შემდეგ გაერთიანდებიან

03 ნოემბერი, 2016 18:54

დენი ბოილის 1996 წელს გადაღებული საკულტო ფილმის „Trainspotting-ის“ ( „ნემსზე“ - ქართულ ინტერნეტსივრცეში ფილმის სათაური ასეა ნათარგმნი) გაგრძელება პირველად დიდი ბრიტანეთის კინოეკრანებზე, 27 იანვრიდან გამოვა.

როგორც დღეს გავრცელებული თრეილერიდან ვიგებთ, ფილმში მოქმედება ზუსტად 20 წლის შემდეგ ვითარდება, ევან მაკგრეგორის, ევან ბრენერისა და ჯონი ლი მილერის პერსონაჟები კი ისევ გაერთიანდებიან. ფილმის თრეილერში ცნობილი მონოლოგი - „აირჩიე სიცოცხლე“ შეცვლილი და მოდერნიზებულია და ასე იწყება: „აირჩიე სიცოცხლე, აირჩიე ფეისბუკი, ინსტაგრამი, ტვიტერი...“

ფილმის სიუჟეტი ევან მაკგრეგორის პერსონაჟის, რენტონის ირგვლივ ვითარდება. ის წამალდამოკიდებულია. ფილმი ირვინ უელშის რომანის მიხედვით არის გადაღებული და 1997 წელს ჯონ ჰოჯი ადაპტირებული სცენარისთვის ამერიკის კინოაკადემიის ჯილდოს ნომინანტი გახდა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^