Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„მოხის კომისიის“ გადაწყვეტილებას წევრები განსხვავებულად განმარტავენ

03 ნოემბერი, 2016 20:16

ე.წ. „მოხის კომისიის“ გადაწყვეტილებას სადავო შენობასთან დაკავშირებით კომისიის წევრები განსხვავებულად განმარტავენ.

სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოში ამბობენ, რომ დღეს კომისიას ე.წ. სადავო შენობის ვინმესთვის გადაცემის ან არ გადაცემის შესახებ არ უმსჯელია და სხდომაზე მხოლოდ ადგილობრივი მუსლიმი თემის ლოცვასთან დაკავშირებულ პრობლემაზე იმსჯელეს. სამმართველოს ხელმძღვანელის მოადგილე ადამ შანთაძე ამბობს, რომ სადავო ნაგებობასთან დაკავშირებით კომისიას არავითარი გადაწყვეტილება არ მიუღია. 

ნიკოლოზ ანთიძე კი, რომელიც კომისიის წევრია და ასევე საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი, „ლიბერალთან“ საუბრისას ამბობს, რომ დღეს კომისიამ ორი გადაწყვეტილება მიიღო: პირველი გადაწყვეტილება ე.წ. სადავო შენობას ეხება. ანთიძე ამბობს, რომ კომისიის გადაწყვეტილებით, ეს შენობა არც ერთ მხარეს არ გადაეცემა და მისი განვითარების გეგმაზე პასუხისმგებლობა ძეგლთა დაცის სააგენტომ აიღო, რაც ნიშნავს იმას, რომ უახლოეს მომავალში სააგენტო ამ შენობის დაცვისა და განვითარების გეგმას შეიმუშავებს. ანთიძე კატეგორიულად ამბობს, რომ შენობის დანიშნულება რელიგიური არ იქნება და მისი რომელიმე კონფესიისთვის გადაცემის საკითხი მომავალში დღის წესრიგში არ დადგება.

„ე.წ. სადავო შენობასთან დაკავშირებით სააგენტომ აიღო ვალდებულება, რომ სამომვალო განვითარების კონცეფცია წარუდგინოს კომისიას. არც ერთი რელიგიური კონფესიისთვის მიკუთვნების საკითხი არ დადგება დღის წესრიგში“ - ამბობს ანთიძე.

თავად რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელი ზაზა ვაშაყმაძე შეკითხვაზე, მიიღო თუ არა კომისიამ დღეს გადაწყვეტილება, რომ ე.წ. სადავო შენობა არც ერთ მხარეს არ გადაეცემა, პასუხს არ გვცემს და ამბობს, რომ ამ საკითზე მნიშვნელოვანი ადგილობრივი მუსლიმი თემისთვის ლოცვის პრობლემის მოგვარებაა.

ორი წლის წინ სოფელ მოხეშ მცხოვრები ქრისტიანი და მუსლიმი თემი ერთამენთს სადავო ნაგებობად წოდებული შენობის გამო დაუპირისპირდა. მუსლიმები აცხადებენ, რომ ნაგებობა ისტორიულად მეჩეთია, ამიტომ მუსლიმ თემს უნდა გადაეცეს, ადგილობრივი ქრისტიანები კი ამას ეწინააღმდეგებიან, რადგან, მათი თქმით, ნაგებობა ეკლესიის ქვებით არის აშენებული. 

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ფარგლებში ორი წლის წინ კომისია შეიქმნა, რომელსაც ნაგებობის წარმომავლობა უნდა დაედგინა. იმის გამო, რომ ეს  დაახლოებით ორი წლის განმავლობაში ვერ მოხერხდა, მუსლიმებმა ნაგებობაში ლოცვა აღავლინეს. მოგვიანებით, ადგილობრივი სასულიერო პირების განცხადებით, ამან ქრისტიანი მოსახლეობის პროტესტი გამოიწვია. შედეგად, პოლიციამ მოხის ნაგებობის კარი და ფანჯრები აჭედა. 

მოხელი მუსლიმების შეუცვლელი მოთხოვნა

პოლიციამ მოხეში სადავო ნაგებობის კარი ჩახერგა - შსს: კანონის შესაბამისად ვმოქმედებთ

ევროსასამართლომ მოხეში მუსლიმების უფლებების დარღვევის ფაქტზე განაცხადი წარმოებაში მიიღო

ვაშაყმაძე: მოხეში მუსლიმ თემს ლოცვის პრობლემა არ ჰქონია

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^