Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

უსინათლო ადამიანებისთვის ხმოვანი წიგნების აპლიკაცია შეიქმნა

07 ნოემბერი, 2016 18:00

„საბას“ ახალი აპლიკაციის საშუალებით უსინათლო ადამიანები ხმოვანი წიგნების მოსმენას სხვისი დახმარების გარეშე შეძლებენ.
ხმოვანი წიგნების მოსმენა სმარტფონებსა და პლანშეტებში ინტერნეტის გარეშე იქნება შესაძლებელი. ახალი აპლიკაციის გამოყენებისათვის მომხმარებლები saba.com.ge-ზე უნდა დარეგისტრირდნენ და „SABA READER-ის“ უახლესი ვერსია ჩამოტვირთონ. კატალოგი მოიცავს ქართულ კლასიკურ და თანამედროვე ლიტერატურას, ასევე უცხოური ლიტერატურის ქართულ თარგმანებს. წიგნები გახმოვანებულია მსახიობების და თავად ავტორების მიერ.
უკვე ხელმისაწვდომია 300-მდე ხმოვანი წიგნი, რომელიც უსინათლო ადამიანებს საჩუქრად გადაეცემა. პროექტი ფონდ "ღია საზოგადოება-საქართველოსა"  და ელექტრონული წიგნების სახლ "საბას" მიერ განხორციელდა

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^