Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ინაშვილი: დავით თარხან-მოურავს ტრამპის გარემოცვასთან ძალიან მჭიდრო ურთიერთობა აქვს

15 ნოემბერი, 2016 21:02

„დავით თარხან-მოურავს ძალიან მჭიდრო ურთიერთობა აქვს ტრამპის გარემოცვასთან,“ - ამის შესახებ პატრიოტთა ალიანსის ლიდერმა, ირმა ინაშვილმა “კურიერის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა. თუმცა ამაზე უფრო კონკრეტულად არ უსაუბრია. 

რაც შეეხება საპარლამენტო გეგმებს, ირმა ინაშვილის ინფორმაციით, პირველი ბრძოლა, რასაც მისი გუნდი გეგმავს, "საარჩევნო კოდექსის" ცვლილებაა. მისი თქმით, პატრიოტთა ალიანსი საკონსტიტუციო სასამართლოში ჩივის და პარლამენტში დამატებით 4 დეპუტატის კვოტას ითხოვს. როგორც ინაშვილმა განაცხადა, მათი პარტიის 4 დეპუტატი მახინჯი საარჩევნო კოდექსის გამო პარლამენტში ვერ შედის. 

“ეს დღევანდელი ვითარება ხელისუფლებას ძალიან დაარტყამს. ეს დისკრიმინაციაა, ეს ჩვენი უფლების შეზღუდვაა და გავასაჩივრებთ სტრასბურგშიც,“ - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

20 სექტემბერი
20 სექტემბერი

დაიკითხება თუ არა პრეზიდენტი მსჯავრდებულ ...

„მივესალმებით გენერალური პროკურატურის გადაწყვეტილებას პრეზიდენტის მიერ მსჯავრდებულების შეწყალების ფაქტებზე გამოძიე ...
20 სექტემბერი
20 სექტემბერი

ვინ არიან უზენაესი სასამართლოს მოსამართლ ...

23 სექტემბერს საქართველოს პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 18 კანდიდატის ინდივიდუალურ მოსმენას იწყებს. ვი ...
20 სექტემბერი
20 სექტემბერი

არასრულწლოვნების პორნოგრაფიის საქმეზე ბრ ...

არასრულწლოვნების პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებულთაგან შვიდ პირს, რომელთა შ ...
^