Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ახალ წლამდე 1 წუთით ადრე „გირჩი" მარიხუანას საჯაროდ დათესავს - „თუ არ მოხდა ლეგალიზება"

16 ნოემბერი, 2016 12:43

„მივმართავთ საქართველოს მომავალ  პარლამენტსა და მთავრობას და მოვითხოვთ, ახალ წლამდე შეცვალონ ნარკოტიკებთან დაკავშირებული კანონმდებლობა და მარიხუანის და მისგან დამზადებული პროდუქტების მოხმარება ქვეყანაში სრულად ლეგალიზებული გახდეს. ასევე, ლეგალიზებული იყოს მარიხუანის პირადი მოხმარების მიზნით კულტივირება და შენახვა". ამბობს ზურაბ ჯაფარიძე.

მისი თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, „2016 წლის 31 დეკემბერს, 23:59 საათზე  „გირჩის“ წევრები, „გირჩის“ ოფისში, პირდაპირ ეთერში, საჯაროდ, ნებისმიერ სრულწლოვან მოხალისესთან ერთად დავრგავთ მარიხუანას”.

„გირჩის" განცხადებით, პოლიტიკური ცენტრის შექმნის აზრი თავიდანვე იყო თავისუფლებისთვის „ბრძოლა და თავისუფლება ჩვენთვის იწყება ადამიანის უფლებით, იყოს საკუთარი სხეულის სრული ბატონ-პატრონი და განკარგოს ის ისე, როგორც მოესურვება", ამ უფლების გარეშე კი  არ არსებობს ადამიანის არანაირი სხვა უფლება და შეუძლებელია თავისუფალი საზოგადოების მშენებლობა.

„გირჩი, ისევე როგორც არაერთი სხვა სოციალური ჯგუფი, წლების განმავლობაში იბრძვის ნარკოპოლიტიკის ცვლილებისთვის. მათ შორის, ჩვენ გამოვიყენეთ ჩვენს ხელთ არსებული ყველა ბერკეტი დღევანდელ პარლამენტში, რომ შეგვეცვალა დღევანდელი ნარკოპოლიტიკა, თუნდაც პატარა ნაბიჯი მაინც გადაგვედგა წინ. მაგრამ, სამწუხაროდ უშედეგოდ, რადგან წავაწყდით უმრავლესობის ჯიუტ ნებას, რომ შეენარჩუნებინათ ეს დრაკონული და ჩვენი აზრით სრულიად იდიოტური და მავნებლური კანონმდებლობა, რომელიც დღეს აქვს საქართველოს. ამ კანონმდებლობამ ცხოვრება გაუმწარა საქართველოში ასობით ადამიანს" - ნათქვამია „გირჩის" განცხადებაში. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^