„უკრაინსკაია პრავდას“ ინფორმაციით, უკრაინის გენერალური პროკურორი იური ლუცენკო მიხეილ სააკაშვილის საქართველოსთვის გადმოცემის საკითხს უარყოფს. ამის შესახებ მან დღეს განაცხადა.
„უკრაინა თავის მოქალაქეებს სხვებს არ გადასცემს, წერტილი“, - აღნიშნა გენერალურმა პროკურორმა.
მანამდე „უკრაინსკაია პრავდა“ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებდა ინფორმაციას, რომ სააკაშვილის საქართველოსთვის გადმოცემის საკითხი უკრაინის პრეზიდენტის თანდასწრებით განიხილეს.