Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რა არის საჭირო, რომ მარიხუანის დათესვის აქცია კანონის ფარგლებში მოექცეს - „გირჩის" მიმართვა

21 ნოემბერი, 2016 13:21

დღეს გამართულ ბრიფინგზე, „გირჩმა" წარმოადგინა შეთავაზება - თუ რა არის გასაკეთებელი იმისათვის, რათა 31 დეკემბერს დაგეგმილი აქცია მოექცეს კანონის ფარგლებში. მათი თქმით, ესმით, რომ აქცია შესაძლოა საზოგადოებას, ერთი შეხედვით, მოეჩვენოს ზედმეტად გამომწვევად ან შესასრულებლად არარეალისტურად.

„პარლამენტისთვის მომზადებული გვაქვს უმარტივესი კანონპროექტები, რომელიც ითვალისწინებს:

1) სისხლის სამართლის კოდექსიდან ნებისმიერი ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების გამო პასუხისმგებლობის გაუქმებას (273-ე მუხლის გაუქმება) და პირადი მოხმარების მიზნით შეზღუდული რაოდენობით მცენარე კანაბისის კულტივაციის დაშვებას.

2) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის გაუქმებას, რომელიც ითვალისწინებს ნარკოტიკული საშუალების, გასაღების მიზნის გარეშე, მცირე ოდენობით შეძენა, შენახვას და მოხმარებისთვის სასჯელსა და იძულებითი ნარკოტესტირების უფლებას აძლევს პოლიციას.

მიგვაჩნია, რომ მნიშვნელოვანია ამ კანონის საქართველოს ბიუჯეტის კანონთან ერთად მიღება რათა პარლამენტმა იმსჯელოს დევნისა და იძულებითი ნარკოტესტირებისათვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების შემდგომი ბედის შესახებ (საზოგადოების ჯანდაცვის, საგანმანათლებლო პროგრამებისა თუ ახალი რეგულაციების დანერგვის მიზნით გადამისამართება).

მოსახლეობის მიერ ნარკოტიკის მოხმარების ლეგალიზაციით ეკონომიკური სარგებლის სრული მასშტაბით მისაღებად, საჭირო იქნება კანონიერი ბრუნვის სახელმწიფო რეგულირების კონკრეტული მოდელის შერჩევა რაც განხილვისა და შეთანხმების საგანია. მზად ვართ, მივიღოთ აქტიური მონაწილეობა კონსულტაციებში", - აცხადებს „გირჩი".

„გირჩმა" საკანონმდებლო წინადადება პარლამენტის კომიტეტებს გაუგზავნა.

როგორც „გირჩის" წევრები აცხადებენ, „2016 წლის 31 დეკემბერს, 23:59 საათზე  „გირჩის“ წევრები, „გირჩის“ ოფისში, პირდაპირ ეთერში, საჯაროდ, ნებისმიერ სრულწლოვან მოხალისესთან ერთად დავრგავთ მარიხუანას”.

კილაძე: თუ „გირჩი" მარიხუანას დათესავს, სამართალდამცავები კანონის შესაბამისად იმოქმედებენ

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^