Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თბილისის მე-17 საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი თემა პოლიტიკა იქნება

24 ნოემბერი, 2016 18:49

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი თემა წელს პოლიტიკა იქნება. რიგით მე-17 ფესტივალს 28 ნოემბერს გერმანელი რეჟისორის მარგარეტე ფონ ტროტას ფილმი „როზა ლუქსემბურგი“ (1986) გახსნის. როგორც ფესტივალის დირექტორმა, გაგა ჩხეიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, წელს ფესტივალზე 115 ფილმს უჩვენებენ. 
საერთაშორისო კონკურსში კი 10 ფილმი მიიღებს მონაწილეობას და სულ ორი პრიზი გაიცემა, ოქროს პრომეთე - საუკეთესო ფილმისთვის და ვერცხლის პრომეთე - საუკეთესო რეჟისურისთვის. ქართულ პანორამაში კი გამარჯვებულები სამ ნომინაციაში გამოვლინდებიან - საუკეთესო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი და საუკეთესო დოკუმენტური ფილმი.
ფესტივალის ფარლებში მარგარეტე ფონ ტროტა, ოსკაროსანი რეჟისორი ჰიუ ჰადსონი და დიტო ცინცაძე მასტერკლასებს ჩაატარებენ.
ფესტივალს ირანელი კინორეჟისორის ფილმი - „წამიყვანე სახლში“ 4 დეკემბერს დახურავს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^