Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

"არ მიუთითოთ საბანკო მონაცემები" - პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის გაფრთხილება

26 ნოემბერი, 2016 14:22

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი მოქალაქეებს აფრთხილებს.

ინსპექტორის აპარატის Facebook გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ინტერნეტ სივრცეში ახალი ვებგვერდი - ​„შეამოწმე შენი მონაცემები“ გამოჩნდა, რომელიც მოქალაქეებს სთავაზობს შეამოწმონ, დავირუსებულია თუ არა მათი ანგარიში.

"პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი გაფრთხილებთ, არ შეასრულოთ ამ საიტის ინსტრუქციები, რადგან მისი მიზანი დიდი ალბათობით თქვენი საბანკო მონაცემების შეგროვება და საკუთარი ინტერესებისთვის გამოყენებაა. ვებგვერდი ცდილობს დაგარწმუნოთ, რომ მათ ბაზაში მილიონზე მეტი დავირუსებული ანგარიშია და მათ შორის შეიძლება თქვენიც იყოს. ამის შესამოწმებლად კი თქვენგან ითხოვს სახელის და გვარის, საბანკო ბარათის ნომრის, მისი მოქმედების ვადის და CVC კოდის შეყვანას. ამ მონაცემების გამოყენებით თაღლითებმა შესაძლოა სხვადასხვა სახის ზიანი მოგაყენონ, მაგალითისთვის, თქვენს ნაცვლად იყიდონ ნივთები ონლაინ მაღაზიებში." - ვკითხულობთ გამაფრთხილებელ განცხადებაში. 

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის განმარტებით, მსგავსი სახელწოდების გვერდი ინტერნეტ სივრცეში რამდენიმე თვის წინაც გამოჩნდა და მალევე დაიბლოკა შესაბამისი რეაგირების შედეგად. თუმცა როგორც ჩანს ინტერნეტ-თაღლითების მცდელობა კვლავ გრძელდება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^