Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

იზორია, ჯანყარაშვილი, გომელაური - ღარიბაშვილის შს მინისტრობის დროს გაცემული პრემიები

29 ნოემბერი, 2016 12:01

2016 წლის 28 ნოემბერს ა(ა)იპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ მიიღო ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამდებობის პირთა მიერ 2013 წელს მიღებული პრემიების შესახებ. აღნიშნულ ინფორმაციას ორგანიზაცია 2014 წლის ივნისიდან ითხოვდა.

IDFI-ის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მიღებული ინფორმაცია არ არის სრულყოფილი. კერძოდ, შსს-მ ორგანიზაციას ინფორმაცია თანამდებობის პირებზე გაცემული პრემიების შესახებ 2013 წლის იანვრიდან ოქტომბრის ჩათვლით მიაწოდა, თუმცა უწყებას 2013 წლის ნოემბერსა და დეკემბერში გაცემული პრემიების შესახებ ინფორმაცია არ მიუწოდებია. ამასთან, მიუხედავად IDFI-ის მოთხოვნისა, არ გაცემულა მონაცემები 2013 წლის განმავლობაში თანამდებობის პირებზე გაცემული დანამატების შესახებ.

არსებული ინფორმაციის თანახმად, 2013 წელს (იანვარი-ოქტომბერი) შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამდებობის პირებზე პრემიის სახით სულ გაცემულია 6 969 892 ლარი, საიდანაც ყველაზე დიდი თანხა 880 736 გაიცა ოქტომბერში. 

შსს-ცენტრალური აპარატი

მიღებული დოკუმენტაციის მიხედვით, 2013 წლის ნოემბრამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის თანამდებობის პირებზე სულ გაცემულია 2 325 789 ლარი.

შინაგან საქმეთა მაშინდელ მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს აღნიშნულ პერიოდში პრემია მიღებული აქვს მხოლოდ თებერვალში - 4 335 ლარი.

მინისტრისგან განსხვავებით, სხვა თანამდებობის პირებზე უმეტესწილად პრემია გაიცემოდა ყოველთვიურად და მნიშვნელოვნად აღემატებოდა მათ ყოველთვიურ თანამდებობრივ სარგოს. 

მაგალითად: მინისტრის მოადგილეებზე 2013 წელს 10 თვეში გაცემულია დაახლოებით ნახევარი მილიონის ოდენობის პრემია, საიდანაც ალექსანდრე ტაბატაძემ მიიღო 113 500 ლარი, ალექსი ბატიაშვილმა - 107 250 ლარი, ლევან იზორიამ - 92 750 ლარი, ვახტანგ გომელაურმა 8 თვეში - 74 000 ლარი, დავით ხუციშვილმა - 69 750 ლარი, ხოლო გელა ხვედელიძემ 4 თვეში - 44 000 ლარი.

ერთჯერადად მინისტრის მოადგილეებზე პრემიის სახით  ყველაზე დიდი თანხა გაცემულია ალექსანდრე ტაბატაძეზე - ივლისის პრემია 22 000 ლარი.  2013 წლის მაისში  ალექსი ბატიაშვილს პრემიის სახით მიღებული აქვს 15 750 ლარი, ხოლო ლევან იზორიას - 13 250 ლარი. 

2013 წელს (10 თვე)  ცენტრალური აპარატის 8 დეპარტამენტის უფროსებზე გაცემულია 377 250 ლარის ოდენობის პრემია, საიდანაც ყველაზე დიდი თანხა მიიღო ზვიად ჯანყარაშვილმა - 70 000 ლარი. ერთჯერადად ცენტრალური აპარატის დეპარტამენტის უფროსებს შორის ყველაზე დიდი თანხა მიღებული აქვს  ავთანდილ თაბუნიძეს, აგვისტოს პრემია - 18 750 ლარი და ირაკლი ჩიმაკაძეს, სექტემბრის პრემია - 11 250 ლარი. 

ორგანიზაციიამ ასევე მიიღო ინფორმაცია 2013 წლის 10 თვეში საპატრულო პოლიციის დეპარტამენტ, სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრი, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტსა და  შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში გაცემული პრემიების შესახებ.

საგულისხმოა, რომ თანამდებობის პირთა მიერ მიღებული პრემიებისა და დანამატების შესახებ ინფორმაციის გაცემის ვალდებულება შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის  24 დეკემბრის გადაწყვეტილებით დაეკისრა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^