Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დავით ცინარიძემ 10 თვეში პრემიის სახით მიიღო 55 000 ლარი, ჭიკაიძემ 8 თვეში - 66 250 ლარი

29 ნოემბერი, 2016 12:08

2016 წლის 28 ნოემბერს ა(ა)იპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ მიიღო ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამდებობის პირთა მიერ 2013 წელს მიღებული პრემიების შესახებ. აღნიშნულ ინფორმაციას ორგანიზაცია 2014 წლის ივნისიდან ითხოვდა.

IDFI-ის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მიღებული ინფორმაცია არ არის სრულყოფილი. კერძოდ, შსს-მ ორგანიზაციას ინფორმაცია თანამდებობის პირებზე გაცემული პრემიების შესახებ 2013 წლის იანვრიდან ოქტომბრის ჩათვლით მიაწოდა, თუმცა უწყებას 2013 წლის ნოემბერსა და დეკემბერში გაცემული პრემიების შესახებ ინფორმაცია არ მიუწოდებია. ამასთან, მიუხედავად IDFI-ის მოთხოვნისა, არ გაუციათ მონაცემები 2013 წლის განმავლობაში თანამდებობის პირებზე გაცემული დანამატების შესახებ.

შსს-მ IDFI-ის გაუგზავნა ინფორმაცია შსს-ცენტრალურ აპარატ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტ, სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრი, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტსა და  შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში გაცემული პრემიების შესახებ.

 საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი

 2013 წელს  (10 თვე) საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამდებობის პირებზე პრემიის სახით სულ გაცემულია  492 675 ლარი, საიდანაც დეპარატმენტის უფროსსა  და მოადგილეებს მიღებული აქვთ ერთად ჯამში 144 675 ლარი, მაგალითად, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, დავით ცინარიძემ 10 თვის განმავლობაში პრემიის სახით მიიღო 55 000 ლარი. 

სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრი

სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის თანამდებობის პირების შემთხვევაში 2013 წელს  (10 თვე) პრემიის სახით სულ გაცემულია 1 174  894 ლარი, საიდანაც 5 დეპარტამენტის უფროსებს მიღებული აქვთ 200 500 ლარი.  მათ შორის, ყველაზე დიდი თანხა კონსტანტინე მახარაშვილსა და ვეფხია ჩიხლაძეს, თითოეულს 49 375 ლარი. 

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამდებობის პირებზე 2013 წელს (10 თვე) სულ გაიცა 389 170 ლარი პრემია, საიდანაც დირექტორმა და ორმა მოადგილემ მიიღეს 119 800 ლარი. დეპარტამენტის მაშინდელმა დირექტორმა, ზურაბ გამეზარდაშვილმა ივლისში მიიღო 21 250 ლარის ოდენობის პრემია.  

შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოები

შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების თანამდებობის პირების შემთხვევაში 2013 წლის ნოემბრამდე ყველაზე დიდი თანხა პრემიის სახით გაიცა თბილისის პოლიციის დეპარტამენტში 714 375 ლარი. თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსს ალექსანდრე ჭიკაიძეს 2013 წლის მარტიდან ოქტომბრის ჩათვლით, ანუ 8 თვეში, პრემიის სახით მიღებული აქვს 66 250 ლარის ოდენობის პრემია, რაც საშუალოდ თვეში 8280 ლარს შეადგენს. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^