Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ქართულ ანბანს იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა

30 ნოემბერი, 2016 20:30

საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილის ლევან ხარატიშვილის ინფორმაციით, „ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალ კულტურას“ - ასომთავრული, მხედრული და ნუსხური დამწერლობის თანაარსებობის უწყვეტ ტრადიციას - იუნესკოს მსოფლიო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა.

„ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა“- ასომთავრული, მხედრული და ნუსხური დამწერლობა იუნესკოს მსოფლიო არამატერიალური მემკვიდრეობის ნომინაციაზე ოფიციალურად 2015 წელს წარადგინეს. საქართველო არამატერიალური ძეგლის სტატუსის მქონე დამწერლობის სამი თანაბარად მოქმედი ანბანის მფლობელი პირველი ქვეყანაა.

საქართველომ „არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ კონვენციის“ რატიფიცირება 2008 წლის 18 მარტს მოახდინა. მას შემდეგ, 2008 წელს, კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი ჯერ „ქართულ პოლიფონიურ სიმღერას“ და შემდგომ, 2013 წელს, „ქვევრში ღვინის დაყენების უძველეს ტრადიციულ მეთოდს“ მიენიჭა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^