Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ვემხრობი! შიდსის დამარცხებას“ - 1 დეკემბერი, შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა

01 დეკემბერი, 2016 11:24

1 დეკემბერი შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა.

გაეროს შიდსის პროგრამის ფარგლებში შიდსის მსოფლიო დღისათვის 2016 წელს დაიწყო ახალი კამპანია „ვემხრობი! შიდსის დამარცხებას“ (Hands Up For! #HIV) რაც მიზნად ისახავს საზოგადოებრივი მხარდაჭერის ფორმირებას აივ დადებითი და შიდსით დაავადებული ადამიანების მიმართ, ისევე, როგორც შიდსის დამარცხებისათვის აუცილებელი ინტერვენციების გაფართოებას.

საქართველოში 2016 წლის 1 დეკემბრის მონაცემებით, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრში რეგისტრირებულია აივ-ით ინფიცირების 6065 შემთხვევა. შიდსის ცენტრის მონაცემებით, 2016 წელს გამოვლინდა 663 ახალი შემთხვევა. აივ მკურნალობაზეა 3550 (მათ შორის, აფხაზეთში - 401) პაციენტი. 

შიდსის ცენტრის მონაცემებით, შიდსი განუვითარდა 3399 პაციენტს, 1201 გარდაიცვალა.

ინფექციის გადაცემის გზებს შორის წამყვანია ნარკოტიკების ინექციური გზით მოხმარება - 44.7%, დაუცველი სქესობრივი კავშირი - 52.4%, მათ შორის ჰომოსექსუალური კავშირი - 8.8%.აივ ინფექციის ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში (2072 შემთხვევა), შემდეგ მოდის სამეგრელო 811 შემთხვევით, იმერეთი 781 შეთხვევით და აჭარა 697 შემთხვევით.   

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

23 თებერვალი
23 თებერვალი

ელონ მასკი: არავის უთხრათ, მაგრამ WiFi-ს ...

„არავის უთხრათ, მაგრამ WiFi-ს პაროლია - martians“ - ასე გამოეხმაურა ელონ მასკი დედამიწის ორბიტაზე პირველი თა ...
23 თებერვალი
23 თებერვალი

ნინო გვენეტაძე მოსამართლეთა უვადოდ გამწე ...

საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე განცხადებას ავრცელებს. რო ...
23 თებერვალი
23 თებერვალი

პრეზიდენტი იუსტიციის საბჭოს მოსამართლეთა ...

საქართველოს პრეზიდენტი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ირგვლივ მიმდინარე პროცესებსა და მოსამართლეთა უვადოდ დანიშნვას გამო ...
^