Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

აქცია აივ დადებითი და შიდსით დაავადებული ადამიანების მხარდაჭერისთვის

03 დეკემბერი, 2016 19:51

აივ დადებითი და შიდსით დაავადებული ადამიანების მიმართ სტიგმა/დისკრიმინაციის შემცირება და საზოგადოებრივი მიმღებლობისა და მხარდაჭერის ამაღლება, - ამ მიზნით დღეს თბილისში აქცია „მე ვარ აივ დადებითი“ გაიმართა.

აქციის ფარგლებში აივ დადებითი და ნარკოტიკების მომხმარებელი ადამიანების მიერ დამზადებული ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო.

„21-ე საუკუნეში აივ ინფექცია/შიდსი აღარ არის ლეტალური დაავდება, ის არის მართვადი დაავადება, რომელიც ექვემდებარება მკურნალობას. 
- თუ ადამიანი მკურნალობს, მის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
- თუ ადამიანი მკურნალობს, მის ორგანიზმში ვირუსის რაოდენობა კლებულობს და რიგ შემთხვევაში ნულსაც კი უტოლდება, შესაბამისად კლებულობს მისგან ინფექციის გადაცემის რისკი.
- აივ დადებით და შიდსით დაავდებულ ადამიანს შეუძლია ჰყავდეს სრულიად ჯანმრთელი შვილები. მკურნალობისა და შესაბამისი მეთვალყურეობის შედეგად საქართველოში უკანასკნელი წლების განმავლობაში არ დაფიქისრებულა დედიდან ბავშვზე აივ ინფექციის გადაცემის არცერთი შემთხვევა. 
მიუხედავად ამისა საქართველო კვლავ მიეკუთვნება იმ მცირე რიცხოვანი ქვეყნების რიცხვს, რომლებშიც ყოველწლიურად გამოვლენილი აივ ინფექციის ახალი შემთხვევების რიცხვი სტაბილურად მზარდია. 
- ეს ხდება იმიტომ, რომ ჩვენ რეგულარულად არ ვიტარებთ ტესტირებას აივ ინფექციაზე. 
- ეს ხდება იმიტომ, რომ 10000 ინფიცირებული ადამიანიდან გამოვლენილია მხოლოდ 6000. 
- ეს ხდება იმიტომ, რომ ადამიანთა უმეტესობა საკუთარი აივ დადებითი სტატუსის შესახებ იგებს გვიან, მაშინ როდესაც ვირუსი რთულად ექვემდებარება მკურნალობას.
- ეს ხდება იმიტომ, რომ ჩვენ ვრიყავთ აივ დადებით და შიდსით დაავადებულ ადამიანებს და ვახდენთ მათ სტიგმატიზაციას. 
- ეს ხდება იმიტომ, რომ ჩვენ არ გვაქვს საკმარისი ცოდნა და განთლება აივ ინფექციის შესახებ. 

ამიტომ საჭიროა, დავუჭიროთ მხარი აივ/შიდსთან ბრძოლის შემდეგ მიმართულებებს
- მკურნალობა
- პრევენცია
- ტესტირება
- დროული გამოვლენა
- 0 დიკსრიმინაცია
- თანასწორობა
- თემის ჩართულობა
- ინვესტიცია
- ხელმისაწვდომობა
- ზიანის შემცირება
- უფლება ჯანმრთელობაზე
- განათლება“, - აცხადებენ აქციის ორგანიატორები.

საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების აქცია შიდსის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ საინფორმაციო კვირეულის ფარგლებში გაიმართა.

აქციის ფარგლებში დამსწრე საზოგადოებას დაურიგდა საინფორმაციო-საკომუნიკაციო მასალა აივ ინფექცია/შიდსის თემაზე, აქციის ფარგლებში ასევე ჩატარდა უფასო ტესტირება აივ/შიდსსა და C ჰეპატიტზე.

აქცია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, ნარკოტიკების მომხმარებელთა სათემო ორგანიზაცია „ახალი ვექტორის“,სგგი და აივ პრევენციის სამუშაო ჯგუფი (PTF), მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციისა (IOM) და მსოფლიო ექიმები საფრანგეთის (MDM) ორაგანიზებით გაიმართა

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^