Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ზურაბ ჟვანიას საქმის ექპერტი ლევან ჩიჩუა უზენაესმა სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო

05 დეკემბერი, 2016 12:01

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ, პროკურატურის საჩივარი პრემიერ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით,  წარმოებაში არ მიიღო.

ამით მან მეორე ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა და ზურაბ ჟვანიასა და ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილის, რაულ უსუფოვის გარდაცვალების საქმეზე ექსპერტი ლევან ჩიჩუა უდანაშაულოდ ცნო. ამით ამ საქმეზე სასამართლო პროცესები დასრულდა. 

ლევან ჩაჩუა, რომელიც ამ პერიოდში სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის განყოფილების უფროსი იყო, პროკურატურამ სამსახურებრივ გულგრილობაში 2014 წლის 21 მარტს დაადანაშაულა და დააკავა. მოგვიანებით, ნოემბერში მას მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიება შეეუცვალა და გირაო შეუფარდა. 

„გამოძიებით დადგენილია, რომ 2005 წლის 03 თებერვალს ლევან ჩაჩუამ ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის გარდაცვალების საქმეზე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების მიზნით გვამების გამოკვლევისას გამოიჩინა გულგრილობა და არაჯეროვნად შეასრულა სამსახურებრივი მოვალეობა.

კერძოდ, სრულყოფილად არ აღწერა გვამებზე არსებული დაზიანებები მაშინ, როდესაც გვამებს აშკარად აღენიშნებოდა სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები. ვინაიდან წარმოებული გამოძიებით ეჭვქვეშ დადგა ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის ნამდვილობა, საქმეზე აუცილებელი გახდა ახალი ექსპერტიზის ჩატარება ზ.ჟვანიასა და რ.უსუპოვის გარდაცვალების რეალური მიზეზისა და გარემოებების დადგენის მიზნით“,- აცხადებდნენ 2014 წლის გაზაფხულზე პროკურატურაში.

ლევან ჩაჩუას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა სსკ-ის 342-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობდა, რომელიც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა.

ექპერტი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ 2015 წლის 16 მარტს უდანაშაულოდ ცნო. თუმცა ბრალდების მხრემ ეს გადაწყვეტილება ჯერ სააპელაციო, შემდეგ კი უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა.

საქართველოს პრემიერმინისტრი ზურაბ ჟვანია 2005 წლის 3 თებერვალს, გამთენიისას საბურთალოს 53-ში მდებარე ბინაში, ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე რაულ უსუფოვთან ერთად გარდაცვლილი იპოვეს. სამედიცინო ექსპერტიზამ დაადგინა, რომ პრემიერისა და უსუფოვის გარდაცვალება მხუთავმა აირმა გამოიწვია.

სასამართლოს გაადწყვეტილების გათვალისწინებით, ძალაში რჩება ჟვანიასა და უსუფოვის გარდაცვალების პირველი ოფიციალური მიზეზი - მხუთავი აირით გაგუდვა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^