Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ჭიათურის მაღაროში ელმავლის მემანქანე დაიღუპა

05 დეკემბერი, 2016 12:04

გუშინ ჭიათურაში, ითხვისის მაღაროში ელმავლის მემანქანე, 53 წლის პაატა ღავთაძე დაიღუპა.

როგორც „ლიბერალთან“ საუბრისას ჭიათურის პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილე პაატა სამხარაძე ამბობს, ელმავლის მემანქანე მაღაროდან მარგანეცით დატვირთული ვაგონებით გამოდიოდა. ამ დროს მან ელმავლიდან თავი გამოყო და გვერდით მდგომ ცარიელ ვაგონებს დაეტაკა.

პროფკავშირების წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ ელმავლის მემანქანეებს არ ჰყავთ დამხმარეები, რომლებიც მათ ელმავლის მართვაში დაეხმარება.

„ელმავლის მემანქანებს არ ჰყავთ დამხმარეები, რომლებიც ელმავლის მემანქანეს დაეხმარებიან და ანიშნებენ გზაზე რაიმე შეფერხების შესახებ. ელმავალი 12 ვაგონს ეზიდება, 20 მეტრზეა გაჭიმული. მემანქანე ვერ ხედავს, როცა გზაზე რამე შეფერხებაა. ეტყობა მან რაღაც შეაჩნია და თავი გამოყო“, - აცხადებს სამხარაძე.

მისი თქმით, 2006 წლიდან როგორც კი „ჯორჯიან მანგანეზი“  ჭიათურაში შევიდა, დაიწყო ელმავლის მემანქანის სტაფის გაუქმება და საბოლოოდ გააუქმდა.

როგორც „ლიბერალს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას ითვალისწინებს.

პროფკავშირების წარმომადგენლის ინფორმაციით, დღეს ათობით ელმავლის მემანქანე დაკითხვაზეა დაბარებული.

მისი თქმით, პროფკავშირების მოთხოვნაა შრომის ინსპექტორების მოკვლევაში ჩართვა და იმის გამოკვლევა, რა იყო უბედური შემთხვევის გამომწვევი მიზეზი.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^