Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ქალთა მიმართ ძალადობის შესამცირებლად ცვლილებები ოცამდე კანონში შევა

05 დეკემბერი, 2016 12:07

არასამთავრობო ორგანიზაციები მთავრობას სტამბოლის კონვენციის რატიფიცირებას სთხოვენ. ამასთან დაკაშირებით კოალიცია "თანასწორობისთვის" ორგანიზებით დღეს შეხვედრა გაიმართა, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა და მთავრობის წევრებმა სტამბოლის კონვენციის რატოიფიცირების საკითხი, როგორც ქალთა მიმართ ძალადობის შემცირების ერთ-ერთი მექანიზმი განიხილეს.

უკვე ორი წელია საქართველო„ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროსაბჭოს კონვენციის, იგივე სტამბოლის კონვენციის რატიფიცირების პროცესშია. ჭიანურდება შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მიღება, რომლის დაჩქარება მნიშვნელოვნად მიაჩნიათ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. 

საიას თავჯდომარის ანა ნაცვლიშვილის თქმით, ისინი მიმართავენ ხელისუფლებას დაუყოვნებლივ მოახდინოს შესაბამისი ცვლილებების მიღება და კონვენციის რატიფიცირება. 

ქალთა მიმართ ძალადობის საკითხის გარდა, სტამბოლის კონვენცია ლგბტ, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალთა, ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობათა დაცვის საკითხებსაც არეგულირებს. 

შეხვედრაზე იუსტიციის მინისტრის მოადგილემ გოჩა ლორთქიბანიძემ აღნიშნა, რომ იუსტიციის სამინისტრომ მთელი რიგი საკანონმდებლო ცვლილებები მოამზადა სტამბოლის კონვენციის რატიფიცირებისათვის. 

 "ცვლილებები შედის ოცამდე საკანონმდებლო აქტში. სტამბოლის კონვენცია ითვალისწინებს ქალთა ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის და პრევენციის სამართლებრივი მექანიზმების ჩამოყალიბების ვალდებულებაა, სწორედ ამას ემსახურება ეს ცვლილებები. დაწყებული ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ კანონიდან,  ასევე, სისხლის სამართლის კოდექსის და პოლიციის შესახებ კანონში ცვლილებებით. ეს ცვლილებები ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას გახდის უფრო ეფექტურს და ჩამოაყალიბებს დაცვის ეფექტურ მექანიზმებს. მანამდე კანონი ქალებს იცავდა ძალადობისგან  ხოლოდ ოჯახის კონტექსტში,  ახლა ამ სამარტლებრივი    მექანიზმები რაც ჩვენ გვაქვს შემოთავაბზებუილ ქალებს ძალადობისგან დაიცავს ზოგადად, ნევბისმიერ სხვა კონტექსტში, " - ამბობს გოჩა ლორთქიფანიძე. 

კანონმდებლობის ჰარმონიზაციაზე ისაუბრა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ადგილობრივი კანონმდებლობა დაუახლოვდეს საერთაშორისო სტანდარტებს და ამ კუთხით მთავრობა აქტიურ მუსაობას გეგმავს. 

ევროსაბჭოს კონვენცია „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ (სტამბოლის კონვენცია) მიღებულია სტამბულში 2011 წლის 7 მაისს. კონვენცია ევროპის ქვეყნებს ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ერთიანი სამართლებრივი მექანიზმებისა და იურიდიული ნორმების შემუშავებას ავალდებულებს. 

დოკუმენტზე ხელმომწერი ქვეყნები იღებენ ვალდებულებას, საკანონმდებლო დონეზე უზრუნველყონ ქალთა დაცულობა ოჯახში დანაშაულისაგან, აწარმოონ ქალთა მიმართ განხორციელებული ძალადობის სტატისტიკა; იზრუნონ ოჯახში ძალადობის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობაზე, ძალადობის მსხვერპლთა რეაბილიტაციასა და დაცვაზე. დღეისათვის კონვენცია  ევროპისსაბჭოს 13 ქვეყნის მიერაა რატიფიცირებული. 
2014 წლის 19 ივნისს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ ხელი მოეწერა კონვენციას. იმისათვის, რომ საქართველოს მოეხდინა რატიფიცირება კონვენციასთან, ამისათვის, პირველ რიგში საჭირო იყო კანონმდებლობის სრულყოფა და მისი შესაბამისობაში მოყვანა კონვენციასთან. შესაბამისად, 2014 წლის მეორე ნახევარში საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ დაიწყო სტამბოლის კონვენციის სარატიფიკაციო პაკეტზე მუშაობა. მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებათა პროექტებთან დაკავშირებით საჯარო კონსულტაციები 2015 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა თბილისსა და რეგიონებში. 

საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის თანახმად, ძალადობასთან დაკავშირებული ნორმების მოქმედების სფერო ფართოვდება. ის უკვე, არა მარტო ოჯახში ძალადობას, არამედ, საზოგადოდ, ქალის მიმართ გამოვლენილ ძალადობასაც მოიცავს.  მიუხედავად ზემო აღნიშნული ინფორმაციისა, ვერ მოხერხდა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის დამტკიცება და შესაბამისად, საქართველოს არ მოუხდენია სტამბოლის კონვენციის რატიფიცირება. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^