Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ოთო კახიძე: მიშა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ვერ გახდება

05 დეკემბერი, 2016 16:01

„ნაციონალური მოძრაობის" წევრი და პარლამენტარი ოთო კახიძე, პარტიის ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე საუბრობს. ამასთან დაკავშირებით მან განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა. 

„მიშას მხარდამჭერებად იდენტიფიცირებული ჯგუფები ფეისბუქზე სვამენ საკითხს, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ პარტიის მომავალთან დაკავშირებით მიმდინარე დისკუსიის ერთ მხარეს არის ბაქრაძე-ბოკერიას გუნდი, ნახევარი პოლიტსაბჭო და ენმ დეპუტაციის დიდი ნაწილი, ხოლო მეორე მხარეს დათა ახალაიას გუნდი, ნახევარი პოლიტსაბჭო და რამდენიმე დეპუტატი.

ამგვარ პოზიციონირებას ამყარებს დათა ახალაიას ადვოკატის - ირაკლი ზაქარეიშვილის ბინძური და ცილისმწამებლური კამპანია იმის შესახებ, რომ მე და ჩემი კოლეგა დეპუტატები ვართ „ცუციკები", „ეფესბეს აგენტები" და „„ივანიშვილთან შეკრული" ხალხი. საგულისხმოა, რომ მის ბრალდებებს არ გაემიჯნა პოლიტსაბჭოს ნაწილი, როცა ამაზე განცხადება მიიღეს.

თან იგივე ჯგუფი ერთი-ერთში იმეორებს „ასავალ-დასავალის“ სტილის ბრალდებებს ენმ-ს ლიდერების მიმართ - კორუფციაზე, 7 ნოემბერზე, მოლაშვილსა და ა.შ.

იგივე სურათია ენმ-ს სამეგრელოს დეპუტაციაზე (გუნავა, ქებურია, დამენია) თავდასხმების კუთხით, იქაც დათა ახალაიას ჯგუფი აქტიურობს.

მიშა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ვერ გახდება, რადგან კანონი ამას კრძალავს. შესაბამისად, ყრილობაზე დათა ახალაიას გუნდის გამარჯვების შემთხვევაში, ისინი ჩაიბარებენ პარტიის მართვის სადავეებს, ხოლო თავმჯდომარის თანამდებობა დარჩება ვაკანტური.

„საინტერესო" პერსპექტივაა პარტიის განვითარების თვალსაზრისით“, - ამბობს ოთო კახიძე. 

30 ნოემბერს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში გაიმართა პოლიტსაბჭოს სხდომა.  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, 25 ხმით 24-ის წინააღმდეგ, პარტია 7000-დელეგატიან ყრილობას გამართავს. ყრილობაზე პარტიის ახალი მენეჯმენტი უნდა აირჩიონ.  

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^