Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მოხდება თუ არა მეჯვრისხევის ისტორიული სკოლის დემონტაჟი

05 დეკემბერი, 2016 17:04

სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია სოფ. მეჯვრისხევის (გორის მუნიციპალიტეტი) ისტორიული შენობის დემონტაჟის მცდელობის შესახებ.

ისტორიული შენობის დემონტაჟი მოსახლეობის ჩარევის შედეგად შეჩერდა. სსიპ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა მეჯვრისხევის საჯარო სკოლამ შენობა აუქციონზე  გაიტანა  და 100 ლარად გაყიდა.  შენობის ფართობია 314,80 კვ.მ.

აუქციონის გამარჯვებული პირი ვალდებულია სსიპ-გორის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა მეჯვრისხევის საჯარო სკოლასთან გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულება დემონტაჟის თაობაზე, დემონტაჟის შედეგად მიღებული სამშენებლო მასალის ტერიტორიიდან გატანის პირობით. შენობაზე დემონტაჟზე თანხმობა გაცემულია გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2016 წლის 26 აპრილის N875-გ/2 ნებართვით.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ მოსახლეობის ინფორმაციით შენობის მასალა გენო იმერლიშვილმა იყიდა, რომელიც საგარეჯოში აშენებს მარანს. ჩიკოიძეების სახლს აქვს უნიკალური მარანი და 20-მდე ქვევრი. რომელიც არ არის აღნიშნული არც აუქციონში და არც სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნაში. 

ისტორიული შენობა ადგილობრივ აზნაურებს, ჩიკოიძეებს ეკუთვნოდათ, რომლებიც საბჭოთა რეპრესიებს შეეწირნენ. 1935 წლამდე ამ სახლში რეპრესიებს გადარჩენილი გაიანე ჩიკოიძე უსასყიდლოდ  ასწავლიდა სოფლის ბავშვებს, 1935 წლიდან კი სახლი არასრულ საშუალო სკოლად გადაკეთდა. 

მოსახლეობამ შეიტანა განცხადება (N4122 24/11/2016) საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის, ბ-ნ ნიკოლოს ანთიძის სახელზე. 

„ლიბერალი“ დაუკავშრდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელ ნიკოლოზ ანთიძეს.  მისი თქმით, მეჯვრისხევის ისტორიული სკოლის გაძეგლების პროცესი დაწყებულია.

„მას მიენიჭება ძეგლის სტატუსი, შესაბამისად არ მოხდება მისი დემონტაჟი და სამომავლოდ დაიგეგმება მისი რეაბილიტაცია“, - განაცხადა ანთიძემ. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^