Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კომპანია: წინასწარი მონაცემებით, მემანქანის მიერ უსაფრთხოების ნორმები იყო იგნორირებული

05 დეკემბერი, 2016 21:53

კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის” ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, ჭიათურაში, მაღაროში მემანქანის მხრიდან შრომითი უსაფრთხოების ნორმები უხეშად იგნორირებული იყო. 

გუშინ ჭიათურაში, ითხვისის მაღაროში ელმავლის მემანქანე, 53 წლის პაატა ღავთაძე დაიღუპა

„უბედური შემთხვევა დადგა პარასკევს, ღამის თერთმეტ საათზე, დაიღუპა ელმავლის მემანქანე. რაც გვაქვს წინასწარი მონაცემები, დაზარალებულის მხრიდან უხეშად იგნორირებული იყო შრომითი უსაფრთხოების ნორმები. საქმე 240-ე მუხლით კვალიფიცირდება და პროკურატურას გადაეცა. გარემოებები უახლოეს დღეებში იქნება ცნობილი. წინასწარი მონაცემები, ჩვენი შრომითი უსაფრთხოების სამსახურის მონაცემებს ეყრდნობა”, - აღნიშნა „ჯორჯიან მანგანეზის” პიარ დირექტორმა ზაქარია ზალიკაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, კომპანია შრომითი უსაფრთხოების სტანდარტებს მაღლა აყენებს. ამასთან, ზაქარია ზალიკაშვილის მოსაზრებით, სახელმწიფოში სტანდარტები დადგენილი და გაწერილი ყოველი პროფესიული დარგის მიხედვით, (ვინც მაღალ ძაბვაზე, სიმაღლეებზე მუშაობს და ა.შ.) დახვეწილი არ არის და ამ მხრივ, ძალიან დიდი სამუშაოებია ჩასატარებელი. 

„ჯორჯიან მანგანეზის” პიარ დირექტორის ინფორმაციით, სტატისტიკის თანახმად, წინა წლებთან შედარებით, საწარმოო ტრავმები შემცირებულია, თუმცა შემთხვევები მაინც ხდება.

„უმეტეს შემთხვევაში, როდესაც ძიება მიზეზებს ადგენს, ეს არის შრომითი უსაფრთხოების ნორმების უხეში იგნორირება და დარღვევა”, - განმარტა ზაქარია ზალიკაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, სანამ კომპანიაში თანამშრომელს მიიღებენ, მათ ორკვირიანი ინტენსიური ტრენინგი უტარდებათ მხოლოდ შრომით უსაფრხოებაში, წელიწადში ორჯერ ყველას უტარდება შრომითი უსაფრთხოების ინტენსიური ტრენინგი, ხოლო, რაიმე შემთხვევის დადგომისას, პრეცენდენტული გარჩევა ხდება. ამასთან ჯგუფი, რეგულარულად ამოწმებს რამდენად იცავენ თანამშრომლები შრომით უსაფრთხოებას მაღაროში, ქარხნებში, ღუმელებთან და ა.შ.

ამასთან, მისივე ცნობით, კომპანია გარდაცვლილი მემანქანის დაკრძალვის ხარჯებს გაიღებს, ბრალეულობის შესახებ კი ინფორმაცია მოკვლევის შედეგად გახდება ცნობილი. 

გუშინ ჭიათურაში, ითხვისის მაღაროში ელმავლის მემანქანე, 53 წლის პაატა ღავთაძე დაიღუპა.

როგორც „ლიბერალთან“ საუბრისას ჭიათურის პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილე პაატა სამხარაძე ამბობს, ელმავლის მემანქანე მაღაროდან მარგანეცით დატვირთული ვაგონებით გამოდიოდა. ამ დროს მან ელმავლიდან თავი გამოყო და გვერდით მდგომ ცარიელ ვაგონებს დაეტაკა.

პროფკავშირების წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ ელმავლის მემანქანეებს არ ჰყავთ დამხმარეები, რომლებიც მათ ელმავლის მართვაში დაეხმარება.

„ელმავლის მემანქანებს არ ჰყავთ დამხმარეები, რომლებიც ელმავლის მემანქანეს დაეხმარებიან და ანიშნებენ გზაზე რაიმე შეფერხების შესახებ. ელმავალი 12 ვაგონს ეზიდება, 20 მეტრზეა გაჭიმული. მემანქანე ვერ ხედავს, როცა გზაზე რამე შეფერხებაა. ეტყობა მან რაღაც შეაჩნია და თავი გამოყო“, - აცხადებს სამხარაძე.

მისი თქმით, 2006 წლიდან როგორც კი „ჯორჯიან მანგანეზი“  ჭიათურაში შევიდა, დაიწყო ელმავლის მემანქანის სტაფის გაუქმება და საბოლოოდ გააუქმდა.

როგორც „ლიბერალს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას ითვალისწინებს.

პროფკავშირების წარმომადგენლის ინფორმაციით, დღეს ათობით ელმავლის მემანქანე დაკითხვაზეა დაბარებული.

მისი თქმით, პროფკავშირების მოთხოვნაა შრომის ინსპექტორების მოკვლევაში ჩართვა და იმის გამოკვლევა, რა იყო უბედური შემთხვევის გამომწვევი მიზეზი.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^