Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ქეთევან ციხელაშვილი პასუხი აფხაზი მოქალაქეებისთვის აფხაზური ენის შესწავლაზე

05 დეკემბერი, 2016 22:08

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი სახალხო დამცველ უჩა ნანუაშვილს პასუხობს. ციხელაშვილი მადლობას უხდის საქართველოს სახალხო დამცველს აფხაზური ენის შენარჩუნებისა და სწავლების საკითხით დაინტერესებისთვის. 

როგორც ციხელაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს სახელმწიფოსთვის მართლაც მნიშვნელოვანია ქვეყნის კონსტიტუციით ქართულთან ერთად სახელმწიფო ენად აღიარებული აფხაზური ენის დაცვა და ამ მიზნით განსაკუთრებული ზომების მიღება. 

„მინდა, ვაცნობო სახალხო დამცველს, რომ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია აჭარაში მცხოვრები ეთნიკურად აფხაზი მოქალაქეებისათვის მშობლიური ენის სწავლების თაობაზე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან ერთად. მე პირადად გახლდით სექტემბერში აჭარაში ჩვენს აფხაზ მოსახლეობასთან ჩასული. ძალიან კარგი შეხვედრა გვქონდა. მოვისმინე მათი მოსაზრებები და წინადადებები. ჩვენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან ერთად მოვახერხეთ მოკლე დროში გადაწყვეტილების მიღება და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა. შესაბამისად, მომავალი წლის დასაწყისიდან ამოქმედდება ორი საკვირაო სკოლა - ბათუმში და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერიაში. ამ სკოლებისთვის უკვე იდენტიფიცირებულია აფხაზური ენის მასწავლებლები, აჭარის ხელისუფლების მიერ გამოყოფილია დაფინანსება”, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა. 

მან ასევე აღნიშნა, რომ აფხაზური ენის და იდენტობის დაცვა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს აფხაზეთში მიმდინარე ოკუპაციის ფონზე.

„დღეს არსებულ ვითარებაში - აფხაზური ენის და იდენტობის დაცვა, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის ავთენტურია, ჩვენს პასუხისმგებლობად და ვალდებულებად მიგვაჩნია. ამიტომ, ამ მიმართულებით მომავალშიც ვგეგმავთ დამატებითი ნაბიჯების გადადგმას“, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.

მისივე თქმით, აფხაზურენოვანი აბიტურიენტებისთვის საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში მოქმედებს პროგრამა ”1+4“, აფხაზური ენის სწავლება მიმდინარეობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 5 საჯარო სკოლაში მე-10 და მე-11 კლასებში არჩევით საგნად ისწავლება აფხაზური ენა, რიგი საჯარო უწყებების ვებგვერდებზე განთავსებული ინფორმაციები და მასალები ითარგმნება აფხაზურ ენაზე, ხოლო მედიაში გადაიცემა ინფორმაცია აფხაზურად. 

ომბუდსმენი აფხაზი მოქალაქეებისთვის აფხაზური ენის შესწავლის უზრუნველყოფას ითხოვს

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^