Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„აუდიტორია 115“: საკითხის საბოლოო დადასტურებამდე უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსში ვრჩებით

05 დეკემბერი, 2016 22:20

დღეს, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის წევრებმა პარლამენტში თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობისა და სტუდენტური მოძრაობა „აუდიტორია 115-ის“ წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს. შეხვედრის თემა უმაღლესი განათლების შესახებ კანონში 45-ე მუხლის ცვლილებას შეეხებოდა. სტუდენტური მოძრაობის წევრების განცხადებით, აღნიშნული საკითხის საბოლოოდ დადასტურებამდე ისინი მეექვსე კორპუსში რჩებიან. 

„სხდომის ფარგლებში კომიტეტის თავმჯდომარემ და სხვა წევრებმა დააფიქსირეს თავიანთი პოზიცია მოცემულ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც არის საკმაოდ პოზიტიური და მიმართული რეალური ცვლილებების განხორციელებისაკენ. კერძოდ, არსებულ მდგომარეობასა და საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით, ყველა იზიარებს პოზიციას, რომ თვითმმართველობის ამჟამინდელი სტრუქტურა საჭიროებს ფუნდამენტურ რეფორმას. ყველა თანხმდება, რომ არცერთ ჯგუფს არ უნდა ჰქონდეს მონოპოლია უნივერსიტეტის ფინანსებზე და სტუდენტებს უნდა შეეძლოთ თანაბრად ისარგებლონ უნივერსიტეტის მატერიალური და ტექნიკური რესურსებით. აგრეთვე, სტუდენტების არჩევა ფაკულტეტის საბჭოებში უნდა მოხდეს პირდაპირი, ფარული, გამჭვირვალე კენჭისყრის საფუძველზე და არა რომელიმე სტრუქტურის ან ჯგუფის გავლით.

საბოლოოდ, კომიტეტმა ყველა დაინტერესებული მხარისთვის განსაზრვრა დრო (მაქსიმუმ ორი კვირა), რომელ ვადაშიც უნდა წარვადგინოთ დასაბუთებული დოკუმენტი, საერთაშორისო მაგალითებზე დაყრდნობით, რომელშიც არგუმენტირებულად იქნება გაწერილი, თუ რატომ უნდა მივიღოთ კანონში „უმაღლესი განათლების შესახებ“ ჩვენ მიერ შეთავაზებული ცვლილებები.

აუდიტორია 115 დაჩქარებული წესით იწყებს აღნიშნულ თემებზე მუშაობას და უახლოეს დღეებში წარუდგენს განათლების კომიტეტს ზემოთ თქმულ დოკუმენტს. ვფიქრობთ, არგუმენტების შეჯერების შემდეგ, საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, შესაძლებელი იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება.

უდიტორია 115-ის საერთო კრების გადაწყვეტილებით, აღნიშნული საკითხის საბოლოო დადასტრურებამდე ვრჩებით სახელმწიფო უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსში.“,- ნათქვამია სტუდენტების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

სტუდენტური მოძრაობა „აუდიტორია 115“ მეთორმეტე დღეა რაც პროტესტის ნიშნად, საკანონმდებლო ცვლილებების მოთხოვნით, უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსს იკავებს. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^