Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ნარმანია: უფრო მნიშვნელოვან ტრენინგებზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი, ვიდრე ეტიკეტი და პროტოკოლია

06 დეკემბერი, 2016 11:47

მე ვფიქრობ, რომ ჩვენ გაცილებით უფრო ინოვაციურ და მნიშვნელოვან ტრეინინგებზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი, რაც უკეთესი შედეგის მომტანი იქნება, ვიდრე ეტიკეტის და პროტოკოლის ტრეინინგია, - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რითაც მერიაში ეტიკეტთან და პროტოკოლთან დაკავშირებით ჩასატარებელ ტრეინინგებს გამოეხმაურა. 

მან მერიის თანამშრომლებს მოუწოდა, მეტი ყურადღებით იყვნენ, როცა თანამშრომელთა გადამზადების ტრეინინგებს გეგმავენ.

„მე ვფიქრობ, რომ ჩვენ გაცილებით უფრო ინოვაციურ და მნიშვნელოვან ტრეინინგებზე უნდა ავიღოთ აქცენტი და ალბათ, ამ შემთხვევაში ასეც უნდა გაგვეკეთებინა, რაც უკეთესი შედეგის მომტანი იქნებოდა, ვიდრე ეტიკეტის და პროტოკოლის ტრენინგია. ამიტომ მოვუწოდებ ზოგადად მერიის თანამშრომლებს, ვიყოთ უფრო მეტად ყურადრებით, როცა ვგეგმავთ თანამშრომელთა გადამზადების ტრეინინგებს და აქცენტი გავაკეთოთ მნიშვნელოვან და პრიორიტეტულ საკითხებზე“, - განაცხადა დავით ნარმანიამ. 

მისივე თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მოქმედი კანონმდებლობით ევალება ტრეინინგების ჩატარება და პერიოდულად თანამშრომლების გადამზადება. 

„მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტომ“ სატრენინგო მომსახურებაზე  ტენდერი გამოაცხადა. ტენდერის სავარაუდო ღირებულება 10 000  ლარია.

ტენდერის შედეგად გამარჯვებულმა პრეტენდენტმა ტრენინგი არაუმეტეს 40 საჯარო მოხელეს უნდა ჩაუტაროს. ტრენინგმოდულს სულ 3 დღე, დღეში 5 საათი, დაეთმობა. სასწავლო ჯგუფებს ტრენინგები 2016 წლის ბოლომდე ჩაუტარდება.

სატრენინგო მომსახურების დასახელებაა -  დიპლომატიური ურთიერთობები, პროტოკოლისა და ეტიკეტის მოთხოვნები.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვითგარდა დიპლომატიის და პროტოკოლისსაფუძვლების გაცნობისმერიის და საკრებულოს თანამშრომლები ოფიციალურიმიღებისა და საზეიმო ვახშმის ორგანიზებას, ოფიციალურ მიღებაზე მოქცევის წესებსასევესხვადასხვა შეხვედრაზე ჩაცმისა და მაგიდასთან მოქცევის წესებს შეისწავლიან.

„დიპლომატიური ვიზიტების, შეხვედრების, მიღებების ატრიბუტები;  წერილები, მოკითხვები, ამანათები;  დიპლომატიური, პროტოკოლური საქმიანობის თავისებურებები სხვადასხვა ქვეყნებში;  დიპლომატიური ეტიკეტი სხვადასხვა ქვეყანაში“, - აღნიშნულია შესასწავლი მოდულების ჩამონათვალში.

როგორც თბილისის საკრებულოს ოპოზიცია  „რუსთავი 2-თან“ საუბარში აღნიშნავს, მერია ჩაცმისა და სუფრასთან ქცევის წესების შესწავლაში 7 200 ლარს მარტო მასწავლებელს გადაუხდის. ამას დაემატება ქალაქგარეთ გაკვეთილების ჩასატარებლად 40-ზე მეტი ადამიანის ტრანსპორტირების, კვების, სასტუმროში ცხოვრებისა და საკონფერენციო დარბაზის დაქირავების ხარჯიც. საკრებულოს ოპოზიცია ამბობს, რომ თბილისელების ფული ამგვარ აქტივობებზე არ უნდა დაიხარჯოს და მერიამ ბიუჯეტი უფრო გონივრულად უნდა ხარჯოს.

10 000 ლარი თბილისის ბიუჯეტიდან თანამშრომლებისთვის ქცევის წესების შესასწავლად

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^