Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სოციალური მეწარმეობის ფორუმი - 2016

06 დეკემბერი, 2016 16:17

2016 წლის 8 დეკემბერს, სასტუმრო Holliday Inn-ში (თბილისი, 26 მაისის მოედანი), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG); განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის (KEDEC); საქართველოს არბაიტერ-სამარიტერ-ბუნდის (ASB) ორგანიზებით გაიმართება „სოციალური მეწარმეობის ფორუმი - 2016“.

წლევანდელი ფორუმის ძირითადი თემებია: გასული წლების პრაქტიკული და თეორიული გამოცდილების გაზიარება და სოციალურ საწარმოთა ალიანსის დაფუძნების შესახებ ინფორმაციის გავრცელება, წარდგენა აუდიტორიისთვის.

"სოციალური მეწარმეობის ფორუმი - 2016”-ზე, პირველად, გამოვლინდებიან გამარჯვებულები საქართველოში მოქმედ სოციალურ საწარმოებს შორის შემდეგ ნომინაციებში: წლის სოციალურ საწარმო და წლის Start Up სოციალური საწარმო. ფორუმში მონაწილეობას იღებენ ახლადდაარსებული და უკვე მოქმედი სოციალური საწარმოები. ასევე, მოწვეულნი იქნებიან წარმომადგენლები არასამთავრობო, სამთავრობო და ბიზნეს სექტორებიდან.

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მიერ პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, "სოციალური მეწარმეობის ფორუმი" 2012 წლიდან ტარდება და ყოველწლიურ ხასიათს ატარებს. ფორუმის მიზანია სოციალურ მეწარმეებსა და ამ თემაზე მომუშავე ორგანიზაციებს შორის ურთიერთობების გაღრმავება, ცნების პოპულარიზაციის ხელშეწყობა და ზოგადად, სოციალური მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა საქართველოში.

2015 წლის ფორუმზე, მონაწილე სოციალური მეწარმეების მიერ გამოითქვა სურვილი ალიანსის დაფუძნების შესახებ. შესაბამისად, 2016 წლის 8 ნოემბერს, საქართველოში სფეროს განვითარებაზე მომუშავე ორგანიზაციისა და სოციალური საწარმოების მიერ დაფუძნდა ა(ა)იპ „სოციალურ საწარმოთა ალიანსი“. ალიანსის მიზანი სოციალური მეწარმეობის განვითარების ხელშემწყობი გარემოს შექმნა. წევრებს სხვადასხვა მომსახურების მიღების შესაძლებლობაც ექნებათ, მათ შორის: განათლება და კონსულტაცია, ადვოკატირება და კვლევითი საქმიანობა, სექტორებს შორის თანამშრომლობა და  პარტნიორობა.

ღონისძიების ფინანსური მხარდამჭერები არიან: ევროკავშირი  (European Union) და პური მსოფლიოსთვის (Bread For the World)       

ფორუმი გაიმართება 8 დეკემბერს, სასტუმრო Holliday Inn-ში (თბილისი, 26 მაისის მოედანი) დილის 9:30-დან.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ფორუმის დღის განრიგი ან მოგვწეროთ შემდეგ მეილზე: 

tel/faqsi: (+995 32) 2399019; 2399018

el.fosta: [email protected];

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^