Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს განმარტება

06 დეკემბერი, 2016 23:15

დღეს ლიბერალზე გამოქვეყნდა ნიუსი, სათაურით, სასჯელაღსრულების სამინისტროს 88 მრჩეველი ჰყავს.

სამინისტროს პრესსამსახური ლიბერალთან საუბარში ამბობს, რომ ამგვარი ფორმულირება იწვევს ინტერპრეტაციას, თითქოს ეს თანამშრომლები უშუალოდ მინისტრის მრჩევლები არიან, და საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს.

მიუხედავად იმისა, რომ  ასეთი რამ არც სათაურში წერია, და ტექსტშიც მკაფიოდაა გამოკვეთილი განსხვავება მრჩევლებსა და მინისტრის მრჩევლებს შორის, (თუნდაც თანამდებობრივი სარგოს მიხედვით) ასევე ნიუსში დაფიქსირებულია სამინისტროს პოზიცია, სადაც ახსნილია მრჩეველთა როლი სამინისტროში, მოყვანილია უშუალოდ დანართები და დოკუმენტაცია, და განმარტებულია ყველა საკითხი,  ჩვენ  სამინისტროს დამატებით განმარტებასაც უცვლელად გთავაზობთ:


"სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო განმარტავს, რომ „ლიბერალში“ დღეს გამოქვეყნებული სტატიის სათაური ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს ჰყავს 88 მრჩეველი, რაც სრული სიცრუეა. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია საზოგადოების სწორი ინფორმირებულობა, ამიტომაც საჭიროდ მივიჩნევთ დამატებით განვმარტოთ: სამინისტროს დეპარტამენტის/სამსახურის მრჩეველი არის სამინისტროს რიგითი თანამშრომელი, რომელიც ასრულებს დეპარტამენტის/სამსახურის უფროსის მიერ განსაზღვრულ ფუნქცია-მოვალეობებს.

სამინისტროს დეპარტამენტის/სამსახურის მრჩეველი ისეთივე პოზიციაა, როგორიც არის - სპეციალისტი, მთავარი სპეციალისტი, კონსულტანტი, ინსპექტორი, გუშაგი და ა.შ და ის არანაირად არ უკავშირდება და არ უთანაბრდება მინისტრის მრჩევლის თანამდებობას. საშტატო ნუსხით სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრისთვის გათვალისწინებულია მრჩევლის მხოლოდ ორი პოზიცია. მოცემულ ეტაპზე, მინისტრს ჰყავს ერთი მრჩეველი.

ზემოაღნიშნული სამინისტროს დეპარტამენტის/სამსახურის მრჩევლები დასაქმებულნი და გადანაწილებულნი არიან სამინისტროს 14 სტრუქტურულ ერთეულში - დეპარტამენტებსა და სამსახურებში. მათი საქმიანობის სპეციფიკა კონკრეტული დეპარტამენტის საქმიანობის სფეროს მიხედვით განისაზღვრება. სამინისტროს დეპარტამენტის/სამსახურის მრჩევლის მოვალეობაა უზრუნველყოს დეპარტამენტის/სამსახურის გამართული ფუნქციონირება და დაკისრებული ამოცანების სათანადოდ შესრულება. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო 2009 წელს შეიქმნა და სამინისტროს დეპარტამენტის/სამსახურის მრჩევლის შტატი უწყების შექმნის დღიდან არსებობს. მსგავსი პოზიცია გათვალისწინებულია თითქმის ყველა სახელმწიფო სტრუქტურაში, მათ შორის კატეგორიებისა და საფეხურების მიხედვით.

რაც შეეხება სტატიაში ნახსენებ კონსულტანტის თანამდებობას, სამინისტრო განმარტავს, რომ აღნიშნული თანამშრომლები დასაქმებულნი არიან პენიტენციურ დაწესებულებებში არსებულ საზოგადოებრივ მისაღებში, რომელთა მთავარი ფუნქციაა საზოგადოებრივ მისაღებში მისული მოქალაქეების (რომელთა უმეტესობას ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ახლობლები და ადვოკატები წარმოადგენენ) კონსულტაცია და პენიტენციური სისტემაში მოქმედი სერვისების თაობაზე ინფორმაციის მიწოდება. მათი სამუშაო აღწერილობა არ უკავშირდება მინისტრისთვის რაიმე სახის კონსულტაციის გაწევას.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ფორმით მუდმივად უზრუნველყოფს ოფიციალური ვებგვერდის მეშვეობით, ასევე, ინდივიდუალური განცხადებებით საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას ყველა დაინტერსებული პირისთვის. სამინისტრო პროაქტიულად აქვეყნებს საჯარო ინფორმაციას, რომელთა შორისაა საკადრო უზრუნველყოფა და დასაქმებულთა რაოდენობა კატეგორიების მიხედვით. მიგვაჩნია, რომ ზედაპირული ინფორმაციის გავრცელება, რომელიც საზოგადოებაში არასწორი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა, ჩრდილს აყენებს აღნიშნული პოზიციებზე დასაქმებული თანამშრომლების რეპუტაციას, რომლებიც სამინისტროს გამართული ფუნქციონირებისთვის უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ."

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^