Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ომბუდსმენი: გადაცემა „კაცების დროს“ პრომო გენდერული სტერეოტიპების გამყარებას უწყობს ხელს

07 დეკემბერი, 2016 13:59

საქართველოს სახალხო დამცველი ეხმაურება საზოგადოებრივი მაუწყებლის ტელეეთერით გავრცელებულ პრომო ვიდეორგოლს, რომელიც ახალი გადაცემის „კაცების დრო“ ანონსს წარმოადგენს.

გადაცემის სარეკლამო რგოლში ნაჩვენებია, რომ ქალები დასაქმებულნი არიან როგორც მკერავები, ძველი დანადგარების გარემოცვაში (მკერავის პროფესია სტერეოტიპულად ქალებს უკავშირდება), რომლის გვერდით „ზედამხედველივით“ დგას ორი მამაკაცი. ქალები სარეკლამო რგოლის მანძილზე ჩუმად მუშაობენ, კაცების საუბრის შინაარსიდან კი ირკვევა, რომ მაშინ, როდესაც ქალები ჯერ კიდევ საკერავ მანქანას უსხედან, მამაკაცები ფიქრობენ კოსმოსის დაპყრობაზე, სადაც ქალებსაც წაიყვანენ, რათა „არ მოიწყინონ“.

საზოგადობრივი მაუწყებლის ქცევის კოდექსის მიხედვით, მაუწყებელი გაცხადებულად ესწრაფვის დაიცვას საზოგადოებრივი ფასეულობები - პასუხისმგებლობით მოეკიდოს ისეთი საკითხების გაშუქებას, რომლებიც შესაძლოა საზოგადოების გარკვეული ჯგუფებისთვის საზიანო ან შეურაცხმყოფელი იყოს. ამასთან, მაუწყებლის მიზანია დაიცვას მრავალფეროვნება და თანასწორობა, რაც გულისხმობის, მათ შორის, გენდერული დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლას.

„გავრცელებულ პრომო რგოლში ქალებს მხოლოდ ფონის შექმნა ევალებათ, მაშინ, როდესაც ორი მამაკაცი ცენტრალურ ფიგურად გვევლინება. ქალების დაკნინებულ მდგომარეობაში წარმოჩენით ხდება საზოგადოებაში კაცის ცენტრალური როლის ხაზგასმა. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ რეკლამა გენდერულად მჩაგვრელ პრაქტიკას ამკვიდრებს და ხელს უწყობს უარყოფითი გენდერული სტერეოტიპების გამყარებას ქალების პროფესიული შესაძლებლობების და მათი განვითარების შესახებ, " - ამბობს სახალხო დამცველი.

ომბუდსმენი საზოგადოებრივ მაუწყებელს მოუწოდებს, გადაცემებისა და პრომო რგოლების დამზადებისას განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს ადამიანის პატივის, ღირსებისა და თანასწორუფლებიანობის დაცვას.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^