Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ალექსანდრე ჯეჯელავა სამინისტროში კადრების ოპტიმიზაციას გეგმავს

07 დეკემბერი, 2016 15:15

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, უწყების ოპტიმიზაცია თვის ბოლომდე დასრულდება. როგორც მინისტრმა ჟურნალისტებს განუმარტა, პროცესი ერთჯერადი არ არის და ყოველწლიურად განხორციელდება. 

მისი თქმით, საუბარი შეიძლება იყოს როგორც ფუნქციების გაუქმებაზე, ასევე დამატებაზე. მინისტრის ინფორმაციით, სსიპ-ების გაუქმება ამ ეტაპზე გეგმაში არ არის, თუმცა სსიპ-ებში ფუნქციების გაუქმება შესაძლებელია. 


”კერძო სექტორში ვმუშაობდი და ყოველწლიურად ვაკეთებდით ოპტიმიზაციასაც, გადახედვასაც. ზოგან მეტი ხალხი გვეყოლება, ზოგან - ნაკლები. ჩვენ 10%-ით ნაკლებს დავხარჯავთ როგორც ანაზღაურების, ასევე ადმინისტრაციული ხარჯების ნაწილში”, - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ. 

მინისტრის განმარტებით, იმდენი ადამიანი გათავისუფლდება გათავისუფლდება სამსახურიდან, “რამდენიც ასრულებს ისეთ  ფუნქციებს, რომელთა შესრულებაც მათ გარეშე არის შესაძლებელი“. 

”ყველა ვინც ხალხის ფულს ზედმეტად ხარჯავს, მიუხედავად იმისა, რა გეგმა აქვს მთავრობას და ეკონომიკას, უნდა გავათავისუფლოთ და სადაც გვჭირდება დამატებითი კადრი უნდა ავიყვანოთ”, - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ. 

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^