Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თბილისში სამშობიარო კლინიკების დონეების მინიჭების პროცესი დასრულდა

10 დეკემბერი, 2016 13:12

თბილისში სამშობიარო კლინიკების დონეების მინიჭების პროცესი დასრულდა. როგორც შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო აცხადებს, პერინატალური რეგიონალიზაციის ფარგლებში, თბილისის მასშტაბით 21 სამშობიარო კლინიკა შეფასდა. პერინატალური რეგიონალიზაციის საკოორდინაციო საბჭოს მიერ დონე 16 სამშობიარო კლინიკას განესაზღვრა და დაწესებულებების ხელმძღვანელებს დონის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცათ. 

სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში, დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის შესახებ საინფორმაციო სისტემების გაუმჯობესების მიზნით შექმნილი დაბადების რეგისტრაცისა და პილოტურ რეგიონში დედათა სიკვდილ-სიცოცხლის მიჯნაზე მდგომ სამედიცინო შემთხვევების შედეგებიც განიხილეს. 

„პერინატალური რეგიონალიზაცია სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების ინსტრუმენტია და სამშობიარო კლინიკების შეფასებას გულისხმობს. დონის განსაზღვრის შემდეგ, სამედიცინო დაწესებულება პაციენტს კომპეტენციის შესაბამის სერვისს მიაწვდის. სისტემა ორსული ქალების, დედებისა და ახალშობილებისათვის სათანადო დონის სერვისების მიწოდებას მშობიარობამდე, მშობიარობის დროს დამშობიარობის შემდგომ პერიოდში უზრუნველყოფს. 

სამშობიარო კლინიკების დონეების განსაზღვრის მიზნით, სამინისტრომ მონიტორინგის მექანიზმი და ინდიკატორები შეიმუშავა. თითოეული გარდაცვალების და სიკვდილ-სიცოცხლის მიჯნაზე მყოფი შემთხვევა პაციენტის ექიმთან შეხების წუთიდან შეისწავლება. პაციენტი შესაბამის ადგილას, შესაბამის დროს, კვალიფიციურ დახმარებას მიიღებს, რაც დედათა და ბავშვთა სიკვდილობას შეამცირებს“, - განაცხადეს სამინისტროში. 

მათივე თქმით, რეგიონალიზაციის პროცესი წელიწადზე მეტია დაიწყო. საკოორდინაციო საბჭომ თბილისში 16 კლინიკა შეაფასა. დონეების განსაზღვრა მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს და პროცესი 2017 წლის ბოლომდე დასრულდება. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

23 აგვისტო
23 აგვისტო

ატენის ხეობაში ხანძარი ლოკალიზებულია

ატენის ხეობაში ხანძარი ლოკალიზებულია. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, რომ ადგილზე კვლავ რჩებია ...
23 აგვისტო
23 აგვისტო

ილია მეორე: იმედი მაქვს, წმინდა ილია წინ ...

ბორჯომის ხეობაში ხვალ სასულიერო პირები პარაკლისს აღავლენენ, - ამის შესახებ კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საპატრიარქოშ ...
23 აგვისტო
23 აგვისტო

იზორია: ატენში ხანძრის ლიკვიდაციისთვის თ ...

უკვე რამდენიმე საათია შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოშურის მიმდებარე ტერიტორიაზე ტყეში ხანძარია. შემთხ ...
^