Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ბობ დილანმა ნობელის პრემიისთვის „შვედეთის სამეფო აკადემიას“ მადლობა გადაუხადა

11 დეკემბერი, 2016 16:16

„შვედეთის სამეფო აკადემიას“ ბობ დილანმა მადლობა გადაუხადა. ნობელის პრემიის ლაურიატი ლიტერატურის დარგში ცერემონიას არ დასწრებია. მისი წერილი კი ცერემონიაზე შვედეთში აშშ-ის ელჩმა წაიკითხა. 

„თუ ოდესმე ვინმე მეტყოდა, რომ მე გავხდებოდი ნობელის პრემიის მფლობელი, ეს ისეთივე წარმოუდგენელი იქნებოდა, როგორც მთვარეზე ჩემი დგომა“.- განაცხადა დილანმა.

მადლობის წერილში ის ამბობს, რომ  მისთვის რთული იყო სიტყვებით გადმოეცა, თუ რას ნიშნავდა ნობელის პრიზის მიღება და პატივია ისეთი ადამიანების გვერდით ყოფნა, როგორიც რადიარდ კიპლინგი, კამიუ და ჰემინგუეი იყვნენ.  ღია წერილში ის ამბობს, რომ  ამ გიგანტი მწერლების ნაწარმოებები მან ადრეულ წლებში წაიკითხა. 

„არასდროს მიკითხავს ჩემი თავისთვის, იყო თუ არა ჩემი მუსიკა ლიტარატურა“- თქვა მან. 

ცერემონიაზე პატი სმიტმა  ბობ დილანის ერთ-ერთი სიმღერა - A Hard Rains Gonna Fall შეასრულა, თუმცა ნერვიულობის გამო რამდენჯერმე შეწყვიტა, რისთვისაც ბოდიში მოუხადა აუდიტორიას. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^