Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ჭიჭინაძე: აშშ-ის ეკონომიკური განვითარების პროგრამა, შეიძლება ითქვას, ჩვენგანაა გადაწერილი

13 დეკემბერი, 2016 14:26

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წევრის, დავით ჭიჭინაძის განცხადებით, შეიძლება ითქვას, რომ აშშ-ის ეკონომიკური განვითარების პროგრამა ქართული პროგრამიდან არის გადაწერილი. 

მისი თქმით, ერთადერთი ვალუტა, რომელთა მიმართებაშიც ლარი უფასურდება დოლარია, სხვა „ძირითად სავაჭრო პარტნიორებთან" მიმართებაში კი - არ უფასურდება. 

„თუ ავიღებთ აშშ-ის პროგრამას ეკონომიკური განვითარების და წახალისების, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი პროგრამიდან არის გადაწერილი. ხურდასაც რომ გაძლევენ მაღაზიაში, ადამიანები გარბიან და დოლარს ყიდულობენ. ეს არის ჩვენი პრობლემა, იბრალოდ ნდობა გვაქვს საკმაოდ დაბალი ეროვნული ვალუტის მიმართ და ვფიქრობ, რომ ეს პრობლემა სწორედ იქითკენ არის მიმართული, რომ გამყარდეს ნდობა. კურსი, ასე ვთქვათ, ერთადერთ ვალუტასთან, დოლართან მიმართებაში უფასურდება. დანარჩენი ახლა, ჩვენი სამეზობლო, ძირითად სავაჭრო პარტნიორებთან მიმართებაში, ლარი არ უფასურდება. რაც უფრო იაფია შენი ფული, მით უფრო ადვილად ხდება წახალისება ექსპორტის, ხომ? იაფად ყიდი და უფრო მოხმარებადია შენი პროდუქცია" - თქვა ჭიჭინაძემ. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

12 დეკემბერი
12 დეკემბერი

რა მოხდა „ლიბერალში"

დეკემბრიდან „ლიბერალის" რედაქციამ მუშაობა შეწყვიტა. ახალმა სარედაქციო გუნდმა ჟურნალში მუშაობა 2019 წლის ივნი ...
29 ნოემბერი
29 ნოემბერი

დროა მხარეებმა ერთმანეთთან საუბარი დაიწყ ...

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის ხვალ დაანონ ...
29 ნოემბერი
29 ნოემბერი

გრიგორი კარასინი თბილისში რუსული ცენტრის ...

თბილისში რუსული ენისა და კულტურის ცენტრი დეკემბერის შუა რიცხვებში გაიხსნება, რაც რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობების გ ...
^