Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ქუმსიშვილი: მე ამ წუთებში სესხი არ მაქვს, პრაქტიკულად $2300 მაქვს თუ რაღაცა დარჩენილი

13 დეკემბერი, 2016 17:22

„ამ ნაწილზე მინდა მოგახსენოთ, რომ პირველი, მე ამ წუთში სესხი არ მაქვს. პრაქტიკულად 2300 დოლარი მაქვს თუ რაღაცა, დარჩენილი" - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატ ნიკა მელიას კითხვის საპასუხოდ განაცხადა. 

ნიკა მელიას თქმით, დედოლარიზაციის შემოთავაზებული პოლიტიკით მთავრობა მხოლოდ ბანკებს ეხმარება:

„დედოლარიზაციის პოლიტიკა - თქვენ დაავალეთ ყველა ბანკს და დაადგინეთ, რომ არსებობს 33 000 ფიზიკური პირი, რომელთაც აქვთ დოლარში გრძელვადიანი სესხი, სთხოვეთ ბანკებს რომ მათი კონვერტაცია მოეხდინა და ბანკებს ბიუჯეტიდან 65 მლნ მიეცით. მაინტერესებს, ვინ გადაწყვიტა, რომ ეს არის საზოადოების ფენა, რომელსაც ყველაზე მეტად უჭირს? ერთი შეხედვით ჩანს, რომ ვიღაცას ეხმარებით, მაგრამ რეალურად ეხმარებით ბანკებს. 100-200-300 ათასი აქვთ სესხი აღებული და ამ ადამიანებს, ძირითად ნაწილს ბინების შესაძლენად აქვთ ეს სესხი აღებული და უდიდეს უმრავლესობას კრედიტის გადახდის პრობლემა არ აქვთ, მათ შორის არც თქვენ და არც მე, რომელსაც სესხი მაქვს დოლარში. მაშნ, როცა 100 ათასობით მოქალაქეა, რომელთაც ლომბარდებში და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში, ბანკებშიც ოჯახის უკანასკნელი ოქროს ნაკეთობა აქვთ დალომბარდებული, რათა მშობლებისთვის გაეკეთებინათ ოპერაცია. ვინ გადაწყვიტა და რით იხელმძღვანელეთ, როცა ეს გადაწყვეტილება მიიღეთ?" - თქვა ნიკა მელიამ. 

დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით კი მთავრობამ შესაბამისი გადაწყვეტილება იმის გამო მიიღო, რომ ადამიანები არ უნდა იყვნენ დამოკიდებული უცხოური ვალუტის რყევებზე.

„ერთ მხრივ თქვენ ასე სვამთ საკითხს, რომ ადმაიანებს დოლარში აქვთ სესხები, ყოველდღურად უწევთ დოლარის სესხებზე მეტი და მეტი პროცესნტის გადახდა და მეორე მხრივ, ამბობთ, რატომ იღებთ ამ გადაწყვეტილებებსო. მე გპასუხობთ, რომ გადაწყვეტილებები მივიღეთ სწორედ იმიტომ, რომ ადამიანები არ უნდა იყვნენ დამოკიდებული უცხოური ვალუტის რყევებზე. ადმაიანები, რომლებსაც აქვთ შემოსავალი ფიქსირბეული ეროვნულ ვალუტაში, მათ უნდა ჰჯქონდეთ შესაძლებლობა რომ თავიანთი სესხი გაისტუმრონ. რაც ეხება თვითონ გადანაწილებას, ამ ნაწილზე მინდა მოგახსენოთ, რომ პირველი, მე ამ წუთში სესხი არ მაქვს. პრაქტიკულად 2300 დოლარი მაქვს თუ რაღაცა, დარჩენილი. 

მეორე, წესი, რომელსაც ჩვენ მთავრობის დადგენილებით დავაწესებთ, იმ წესით, 100 000 ლარზე და მეტი შემოსავლების მქონე ადამიანები ამაში არ მოხვდებიან  და მესამე, იმ რაოდენობიდან, რაც თქვენ ჩამოთვალეთ, დღეს მხოლოდ 2-3%-ია, თუ არ ვცდები, ვისაც აქვს 100 000 ლარზე მეტი სესხი. უველა დანარჩენი არის ისეთი, ვისაც 100 000 ლარზე ნაკლები აქვს სესხი და შესაბამისად, სწორედ ეს არის სტატისტიკა და ასე იქნა გადაწყვეტილება მიღებული" - თქვა ქუმსიშვილმა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^