Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ევანგელურ-ბაპტისტური და ლათინ კათოლიკეთა ეკლესიები დღევანდელი ბრიფინგის პათოსს არ იზიარებენ

14 დეკემბერი, 2016 20:07

საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია და ამიერკავკასიის ლათინ კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრაცია რელიგიის სააგენტოს საქმიანობის შესახებ სხვადასხვა რელიგიური გაერთიანებების მიერ ბრიფინგზე დღეს გაკეთებული განცხადებებისა და გავრცელებული რელიზის პათოსს არ იზიარებენ.

დღეს რელიგიურმა გაერთიანებებმა ბრიფინგი გამართეს, სადაც აღნიშნავდნენ, რომ მათთვის გაუგებარი და მიუღებელი იყო აჟიოტაჟი, რომელიც სახელმწიფოსა და რელიგიურ ორგანიზაციებს შორის ურთიერთობის საკითხებზე გაჩნდა. 

მიუხედავად იმისა, რომ ბრიფინგს არც ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის და არც ლათინ კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრაციის წარმომადგენლები არ ესწრებოდნენ, ბრიფინგის ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ რელიზში ამ ეკლესიების სახელებიც ფიგურირებდა. ორივე ეკლესიაში „ლიბერალს" უთხრეს, რომ მათ ბრიფინგში მონაწილეობის მიწვევა მიუვიდათ, თუმცა ამაზე უარი განაცხადეს, რადგან განცხადების პათოსს არ იზიარებენ. 

მოგვიანებით, ბრიფინგს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია განცხადებით გამოეხმაურა, რომელსაც „ლიბერალი" უცვლელად გთავაზობთ:

„2016 წლის 14 დეკემბერს ებრაელთა მუზეუმში გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს საპატრიარქოს, სრულიად მუსლიმთა სამმართველოს, სომეხთა მართლმადიდებელი ეკლესიის, საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესიის, საქართველოში ეზიდთა სასულიერო საბჭოსა და საქართველოს ებრაელთა კავშირის წარმომადგენლებმა (სულ ექვსი რელიგიური თემი) დადებითად შეაფასეს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს საქმიანობა და სახიფათო ტენდენციად გამოაცხადეს რელიგიურ თემებთან მიმართებაში ხელისუფლების პოლიტიკის კრიტიკა.

აღნიშნული პრესკონფერენცია პასუხია იმ კონფერენციაზე, რომელიც გაიმართა ამა წლის 12 დეკემბერს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) მიერ, რომელზეც განხილული იყო რელიგიის თავისუფლების კუთხით არსებული გამოწვევები. აღნიშნულ კონფერენციაზე რელიგიების, საერთაშორისო ორგანიზაციების, საელჩოების, ხელისუფლებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ელოდნენ სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელის ბატონი ზაზა ვაშაყმაძის მოხსენებას. სამწუხაროდ, გაურკვეველი მიზეზების გამო, მან დღის წესრიგში ჩანიშნულ და მასთან შეთანხმებულ მოხსენებამდე რამდენიმე წუთით ადრე განუცხადა უარი მოსვლაზე ორგანიზატორებს. ამდენად, უპასუხოდ დარჩა უამრავი კითხვა იმ პრობლემებთან დაკავშირებით, რომელიც რელიგიურ თემებს აწუხებთ ამ ქვეყანაში.

საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს შექმნის დღიდან გამოხატავს კრიტიკულ დამოკიდებულებას ამ ინსტიტუციის მიმართ მისი შექმნის პროცესების, მისი მიზნებისა და სტრატეგიის გამო. დღევანდელ პრესკონფერენციაზე მოწვევა მიიღო ჩვენმა ეკლესიამ, მაგრამ არც დასწრებია აღნიშნულ ღონისძიებას და არც განცხადებაზე მოუწერია ხელი. 

ამდენად, ვთხოვთ როგორც რელიგიის საკითხთა სააგენტოს, რომელიც ორგანიზატორი და მომწვევი იყო 14 დეკემბრის პრესკონფერენციისა, ასევე იმ მედია სააგენტოებს, რომელთაც გააშუქეს დღევანდელი პრესკონფერენცია, შეასწოროთ განცხადების ხელმომწერთა სია და საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტურ ეკლესიას ნუ მოიხსენიებენ იმ რელიგიებს შორის, რომლებიც დადებითად აფასებენ სააგენტოს საქმიანობას".

საპატრიარქო და სხვა რელიგიური გაერთიანებები რელიგიის სააგენტოს არსებობას პოზიტიურად აფასებენ

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^