Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დიდთოვლობის გამო ექვს და ვირუსის გამო ხუთ საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია

15 დეკემბერი, 2016 13:01

საქართველოს 11 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესის შეწყვეტის მიზეზი დიდთოვლობა და ვირუსია.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, დიდთოვლობის გამო სასწავლო პროცესი არ მიმდინარეობს ამბროლაურში, სოფელ პატარა ონის სკოლაში, ნინოწმინდის ორ - კათნატუსა და ჟდანოვაკანის საჯარო სკოლებში, ასევე ხელვაჩურის სოფლებში - გორაში, მახოსა, ზედა ახალშენში.

ვირუსის გამო კი სასწავლო პროცესი საქართველოს მასშტაბით ხუთ სკოლაშია შეწყვეტილი - თბილისის 74-ე საჯარო სკოლა, თელავის მე-5 საჯარო სკოლა და თიანეთის სამი სკოლა - სსიპ სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლა, ღულელების საჯარო სკოლა, სსიპ ტუშურების საჯარო სკოლა.ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციით, სკოლებში სწავლის შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილება ინდივიდუალურად, თითოეული სკოლის საჭიროებიდან გამომდინარე მიიღება.  იმ სკოლებში, სადაც გაცდენის რაოდენობამ 20%-ს გადააჭარბა, სწავლა სამი დღით შეწყდება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

12 დეკემბერი
12 დეკემბერი

რა მოხდა „ლიბერალში"

დეკემბრიდან „ლიბერალის" რედაქციამ მუშაობა შეწყვიტა. ახალმა სარედაქციო გუნდმა ჟურნალში მუშაობა 2019 წლის ივნი ...
29 ნოემბერი
29 ნოემბერი

დროა მხარეებმა ერთმანეთთან საუბარი დაიწყ ...

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის ხვალ დაანონ ...
29 ნოემბერი
29 ნოემბერი

გრიგორი კარასინი თბილისში რუსული ცენტრის ...

თბილისში რუსული ენისა და კულტურის ცენტრი დეკემბერის შუა რიცხვებში გაიხსნება, რაც რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობების გ ...
^