Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ლევან ავალიშვილი: ნებისმიერი საჯარო უწყება ვალდებულია, საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდოს

19 დეკემბერი, 2016 16:15

„კანონი საჯარო უწყებებს ინფორმაციის გამოქვეყნებას არ ავალდებულებს, მაგრამ ნებისმიერი საჯარო უწყება ვალდებულია, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე თემებზე საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდოს“,- განმარტა IDFI-ის(ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი) პროგრამების ხელმღძვანელმა, ლევან ავალიშვილმა შს მინსიტრის დღევანდელი განცხადების საპასუხოდ.

როგორც ავალიშვილმა „ლიბერალს“ განუცხადა, დანაშაულის სტატისტიკა რომ საზოგადოებისთვის საინტერესოა, ამაზე ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე შსს-ში შესული განცხადებების რაოდენობაც მეტყველებს. მისი განმარტებით, შესაძლოა უწყებას ინფორმაცია გამოქვეყნებული არ ჰქონდეს, მაგრამ მისი გამოთხოვის შემთხვევაში ვალდებულია, გასცეს ის. შესაბამისად, ეს მონაცემები საჯაროა და ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს. 

ლევან ავალიშვილის ინფორმაციით, შს სამინისტრომ 2014 წელს „ღია მმართველობის“ ფარგლებში დანაშაულის სტატისტიკის ინტერაქციული რუკის შექმნის ვალდებულება აიღო. 2015 წელს ეს ვალდებულება არ შესრულებულა. 2016 წელს კი საერთოდ აღარაა სამოქმედო გეგმის ჩამონათვალში. 

„არ შეიძლება ვინმეს ნებაზე იყოს ასეთი ინფორმაციის ხელმისაწვდომობა. მნიშვნელოვანია, რომ მონაცემები ყოველთვიურად ქვეყნდებოდეს, რათა ჟურნალისტებს, საზოგადოებას, მკვლევარებს საშუალება ჰქონდეთ, პერიოდულად გაეცნონ მას და შედარება შეძლონ“,- ამბობს „ლიბერალთან“ ავალიშვილი.

მისი შეფასებით, დამთხვევაა, რომ 2015 წელს, როცა შედარებით კარგი კრიმინოგენული მდგომარეობა იყო, დანაშაულის სტატისტიკა ქვეყნდებოდა. ხოლო 2016 წელს, როცა, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის მოკვლევით, ვითარება გაუარესებულია, აღარ ქვეყნდება. ავალიშვილის შეფასებით, ასეთი ტენდენცია კითხვებს ბადებს. 

როგორც ჟურნალისტებს შს მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა განუცხადა, მან მიიღო გადაწყვეტილება და ისაა პასუხისმგებელი იმაზე, რომ სტატისტიკა არ ქვეყნდება. 

„სტატისტიკის წარმოების მეთოდოლოგია ერთიანი არაა. ვისაც როგორ უნდა ისე ითვლის. მე მხედველობაში მაქვს ის უწყებები, რომლებიც ითხოვენ სტატისტიკას. ამ თემას მიეძღვნა შეხვედრა, რომელიც ჩემმა მოადგილემ ჩაატარა და კონკრეტულად ახსნა ეს ყველაფერი. მე ვფიქრობ, ყბადაღებულ თემად იქცა სტატისტიკა, თითქოს ჩვენ არ ვაქვეყნებთ და ვმალავთ რამეს. არაფერს არ ვმალავთ. ძალიან ბევრი ინტერპრეტაციის საშუალება აქვთ ადამიანებს და როგორც უნდათ, ისე ითვლიან ამ სტატისტიკას. სტატისტიკა დაითვლება წლის ბოლოს, ისე როგორც ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში ხდება”, - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^