Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მამუკა მდინარაძე: ცილისწამების კრიმინალიზება უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება

19 დეკემბერი, 2016 16:12

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, მამუკა მდინარაძე, საქართველოს იურიდიულ მეცნიერებათა აკადემიის მიერ ინიცირებულ, ცილისწამების კრიმინალიზების საკანონმდებლო წინადადებას გამოეხმაურა. მდინარაძე ამბობს, რომ აღნიშნული ინიციატივა ეწინააღმდეგება სიტყვის თავისუფლების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს და ის გუნდთან ერთად მხარს არ დაუჭერს მსგავს ინიციატივებს.  
„მე, როგორც იურისტი, ვფიქრობ და ასევე გუნდის საბოლოო პოზიციაც ეს იქნება, რომ ცილისწამების კრიმინალიზება ეს იქნება უკან გადადგმული ნაბიჯი. აბსოლუტურად ეწინააღმდეგება სიტყვის თავისუფლების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს და შესაბამისად, ჩვენ არ ვფიქრობთ რომ მხარი უნდა დავიჭუროთ მსგავსს ინიციატივებს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ
საქართველოს იურიდიულ მეცნიერებათა აკადემია მიიჩნევს, რომ ცილისწამებისა და შეურაცხყოფის ფაქტები სისხლის სამართლის წესით დასჯადი უნდა გახდეს.  როგორც მათ მიერ მომზადებულ საკანონმდებლო წინადადებაში წერია,  სისხლის სამართლის კოდესში უნდა გაჩნდეს 148-ე (ცილისწამება) და 148-ე პრიმა (შეურაცხყოფა) მუხლები.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^