Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

m²-ის წინადადებას კომიტეტები დღეს, 20 დეკემბერს განიხილავს

20 დეკემბერი, 2016 2:07

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დღეს, 20 დეკემბერს „m2 უძრავი ქონების“  წარმდგენილ საკანონმდებლო წინადადებას განიხილავენ, რაც დედაქალაქის ტერიტორიაზე ხეების ჭრისა და ეკოლოგიასთან დაკავშირებულ საკითხებზე კანონმდებლობაში განსახორციელებელ ცვლილებებს ეხება.

კომიტეტების გაერთიანებული სხდომა 13 საათზე დაიწყება.

„mუძრავი ქონების“ გენერალური დირექტორმა ირაკლი ბურდილაძემ პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით მიმართა. ის დედაქალაქის ტერიტორიაზე ხეების მოჭრასა და ეკოლოგიასთან დაკავშირებული რიგი საკითხების დარგულირებას ითხოვს.

„მოგეხსენებათ, რომ მოქმედი კანონმდებლობით, კერძო მესაკუთრეს დაავადებულ ხეების მოჭრის უფლების მოპოვება თბილისის მუნიციპალიტეტისათვის მიმართვის გზით უწევს. ამასთან, საკომპენსაციოდ მან სოლიდური თანხა უნდა გადაიხადოს, რაც მნიშვნელოვანად ართულებს ბიზესაქტორების მდგომარეობას. მიგვაჩნია, რომ დაავადებული მწვანე ნარგავების მოჭრა მესაკუთრეს თავისი ტერიტორიის საზღვრებში თანხის გადახდის გარეშე უნდა შეეძლოს, რადგან დაავადებული ხე-მცენარეების არსებობა საფრთხეს წარმოადგენს სხვა, ქალაქის ტერიტორიაზე არსებული ნარგავების დაზიანების თვალსაზრისით და, შესაბამისად, მათი დროული გაუვნებელყოფა ქალაქის ინტერესებში შედის“, - წერს m2 საკანონმდებლო წინადადებაში.

მათი თქმით, ამგვარი შესაძლებლობის გაჩენა, ხელს შეუწყობს ბიზნესის სტიმულირებას და გარემოს ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას. აღნიშნული მნიშვნელოვნად დაეხმარება ქალაქის შესაბამის ორგანოებს თავისი ფუნქციის ჯეროვნად შესრულებაშიც, რაც საბოლოოდ  დაზოგავს მუნიციპალიტეტის ხარჯებს.

„ამასთან, მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი აზრი ქალაქის ტერიტორიაზე საჭიროების შემთხვევაში ჯანსაღი ხეების მოჭრის შესახებ. მოგეხსენებათ, თბილისის ტერიტორია არსებითად დაფარულია მწვანე საფარით. იმ შემთხვევაში, თუ არ იარსებებს ხის მოჭრის შესაძლებლობა, მნიშვნელოვნად შეფერხდება მსხვილი, ქვეყნისთვის სასიკეთო ეკონომიკური ეფექტის მქონე პროექტების განხორციელება და შეუძლებელი გახდება ტერიტორიების სამშენებლო განვითარება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ აღნიშნული და დაჩქარებული წესით განახორციელოთ შესაბამისი ცვლილებები მოქმედ კანონმდებლობაში, რათა დადგენილ იქნეს მკაფიო რეგულაციები და განისაზღვროს ამ მიზნით შესაბამისი უფლებამოსილი პირების უფლება-მოვალეობები“, - ნათქვამია წინადადებაში.

„m²-ის" განმარტება: ჩვენ არ ვითხოვთ ჯანსაღი ხეების მოჭრის ნებართვას

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^