
დღეს გორში იოსებ სტალინის დაბადების დღის აღსანიშნად სტალინის სახელმწიფო მუზეუმში ტორტი მიიტანეს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Qartli.ge ავრცელებს.
მოქალაქე, რომელიც პოლონეთიდან ჩამოვიდა გორელ მეგობრებთან ერთად მივიდა მუზეუმში.
,,სიმბოლურად გვინდა აღვნიშნოთ დიდი ბელადის დაბადების დღე. სპეციალურად, ამ დღესთან დაკავშირებით ჩამოვედი. აქამდე ბიძაჩემი ჩამოდიოდა ხოლმე და მე მის ტრადიციას ვაგრძელებ" - განაცხადა მოქალაქემ.
დღეს ასევე გორის მთავარ მოედანზე კომუნისტური პარტიისა და საზოგადოება ,,სტალინელების" წარმომადგენლები შეიკრიბნენ და მცირე ზომის ბიუსტი დადგეს, აქციაზე მყოფი მოქალაქეები ითხოვდნენ, რომ სტალინის ძეგლი მთავარ მოედანზე დააბრუნონ. მერიის დაცვის თანამშრომლებმა ბიუსტი მალევე აიღეს.