Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გიორგი შარვაშიძე: თსუ-ის ბიუჯეტი 79 მილიონი ლარი იქნება

24 დეკემბერი, 2016 17:27

„ბიუჯეტი არის 79 მილიონი ლარი. 30%-ით შევამცირეთ წარმომადგენლობითი ხარჯები, მივლინების ხარჯები - 26%-ით და ა. შ. ბევრი მტკივნეული რამ გავაკეთეთ და კიდევ ბევრი შემცირების გაკეთება მოგვიწევს. იმიტომ, რომ ბიუჯეტი თავის ხასიათით დეფიციტურია. გარდამავალი ნაშთი, რომელიც ყოველთვის გვქონდა, წელს ნაკლებად გვაქვს, ბიუჯეტი ძალიან პრობლემატური და კრიზისულია. კრიზისულ ბიუჯეტს სჭირდება კრიზისული მართვა, რაც გულისხმობს ზოგადად არაპოპულარულ ნაბიჯებს, მაგრამ აუცილებელს“, - ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც 2017 წლის გეგმებსა და ბიუჯეტზე ისაუბრა.

როგორც რექტორმა აღნიშნა, სტუდენტების მხრიდან გადაუხდელი თანხები უნივერსიტეტის ბიუჯეტში 3 მილიონს შეადგენს: „ეს არის ძალიან დიდი თანხა, უნივერსიტეტში ამ თანხით შეიძლება ერთი სასწავლო კორპუსის მთლიანად რეაბილიტაცია მოხერხდეს, ბიუჯეტის სტრუქტურა არის მძიმე, დაახლოებით 80% არის სახელფასო ფონდები, ანუ ხელფასის ანაზღაურება და კომუნალური ხარჯები, 20% რჩება ყველაფერი დანარჩენისთვის ინფრასტრუქტურის ჩათვლით, განვითარების ჩათვლით, უამრავი რამის ჩათვლით, რაც საუნივერსიტეტო ცხოვრებისთვის აუცილებელია. ეს არ არის მაინცდამაინც ნორმალური სიტუაცია, თუმცა გვესმის, რომ გამოსასწორებელია და ვიცით, როგორ უნდა გამოვასწოროთ“, - ამბობს გიორგი შარვაშიძე. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^