Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თსუ: 2017 წლიდან უნივერსიტეტში სტუდენტური პროექტების დაფინანსების ახალი წესი ამოქმედდება

26 დეკემბერი, 2016 13:09

2017 წლიდან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური პროექტების დაფინანსების ახალი წესი ამოქმედდება.

როგორც თსუ-ის განცხადებაში აღნიშნული, უნივერსიტეტის რექტორის გიორგი შარვაშიძის ინიციატივით, გამჭვირვალობისა და პარიტეტის დასაცავად შეიქმნება სპეციალური საბჭო, რომელშიც არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები შევლენ. საბჭო შეიმუშავებს იმ კრიტერიუმებს, რის მიხედვითაც გაიცემა დაფინანსება სტუდენტური პროექტების განსახორციელებლად, ახალი წესი თანაბარ პირობებს შექმნის ყველა სტუდენტისთვის. 

„ამით ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდება პრობლემა, რომ შიდასაუნივერსიტეტო ფინანსები არაობიექტურად ნაწილდებოდა და დაინერგება  საუნივერსიტეტო სახსრების ღიად, გამჭვირვალედ,  ობიექტურად  გადანაწილების მექანიზმი. სტუდენტური პროექტების დაფინანსება მოხდება საგრანტო კონკურსის საფუძველზე", - განმარტა გიორგი შარვაშიძემ.

მისი თქმით, საბჭოს თსუ-ს რექტორის მოადგილე მიხეილ ჩხენკელი უხელმძღვანელებს. 

„2017 წელს განსაკუთრებული ადგილი დაეთმობა სტუდენტების სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2017 წლის ბიუჯეტში მოხდა მნიშვნელოვანი ცვლილებები - შემცირებულია ხარჯები - მივლინების (-26,9%), ოფისის (-11,15%), წარმომადგენლობითი (-30,05%), ასევე შრომის ანაზღაურების მიმართულებით. თუმცა, ბიუჯეტში მნიშვნელოვნად გაიზარდა სტუდენტების სამეცნიერო კვლევით საქმიანობაში მონაწილეობისთვის დაფინანსება. რექტორის განცხადებით, ბიუჯეტში ეს მუხლი გამოიყო ცალკე და 2017 წელს სტუდენტურ კვლევებზე 600 ათასი ლარია გათვალისწინებული. 

ამასთან, ბიუჯეტიდან გამოიყო დაფინანსება უნივერსიტეტის სტუდენტურ საერთო საცხოვრებელში პირობების გასაუმჯობესებლად. მიმდინარე წელს დაფინანსდა სველი წერტილების და სამრეცხაოს რემონტი, შეძენილია სარეცხი მანქანები. ამ ეტაპზე კი საერთო საცხოვრებელში იწყება სარემონტო სამუშაოები რესურსცენტრის მოსაწყობად, სადაც განთავსდება ბიბლიოთეკა და კომპიუტერული ტექნიკა. შესაბამისად, იქ მცხოვრებ ყველა სტუდენტს ექნება თავისუფალი წვდომა ინტერნეტ-რესურსებთან. 

მომავალ წელს მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება სტუდენტთა პირობები. რექტორის ინფორმაციით, საერთო საცხოვრებელში ადგილების რაოდენობა გაორმაგდება, გაიხსნება  კვების ახალი ობიექტი, ახალი სტუდენტური ბარათი კი სტუდენტებს სხვადასხვა სახის ფასდაკლებით სარგებლობის საშუალებას მისცემს", - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^