Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„აუდიტორია 115": სტუდენტური პროექტების დაფინანსების ახალი წესის ამოქმედდება საკმარისი არაა

26 დეკემბერი, 2016 13:17

„აუდიტორია 115-ის" განცხადებით, თსუ-ში სტუდენტური პროექტების დაფინანსების ახალი წესის ამოქმედდება საკმარისი არ არის, „ვინაიდან ის პრობლემის მხოლოდ ერთ ნაწილს აგვარებს, მხოლოდ ლოკალურ დონეზე".

მათი თქმით, აუცილებელია, უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილების შეტანა, რათა უნივერსიტეტის მართვის პროცესში ჩართვა ერთი ჯგუფის ნაცვლად შეეძლოს ყველა სტუდენტს.

„გარდა ამისა, აუცილებელია, საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, ეროვნული კანონმდებლობის ნაცვლად, თავად უნივერსიტეტებს მიეცეთ უფლება, განსაზღვრონ სტუდენტური ცხოვრების წესი, თანასწორობის პრინციპის დაცვით", - აცხადებენ „აუდიტორია 115-ის" წევრები.

2017 წლიდან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური პროექტების დაფინანსების ახალი წესი ამოქმედდება.

როგორც თსუ-ის განცხადებაში აღნიშნული, უნივერსიტეტის რექტორის გიორგი შარვაშიძის ინიციატივით, გამჭვირვალობისა და პარიტეტის დასაცავად შეიქმნება სპეციალური საბჭო, რომელშიც არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები შევლენ. საბჭო შეიმუშავებს იმ კრიტერიუმებს, რის მიხედვითაც გაიცემა დაფინანსება სტუდენტური პროექტების განსახორციელებლად, ახალი წესი თანაბარ პირობებს შექმნის ყველა სტუდენტისთვის. 

„ამით ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდება პრობლემა, რომ შიდასაუნივერსიტეტო ფინანსები არაობიექტურად ნაწილდებოდა და დაინერგება  საუნივერსიტეტო სახსრების ღიად, გამჭვირვალედ,  ობიექტურად  გადანაწილების მექანიზმი. სტუდენტური პროექტების დაფინანსება მოხდება საგრანტო კონკურსის საფუძველზე", - განმარტა გიორგი შარვაშიძემ.

მისი თქმით, საბჭოს თსუ-ს რექტორის მოადგილე მიხეილ ჩხენკელი უხელმძღვანელებს. 

თსუ: 2017 წლიდან უნივერსიტეტში სტუდენტური პროექტების დაფინანსების ახალი წესი ამოქმედდება

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^