Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რომელი კატეგორიის პედაგოგთა ხელფასი იქნება 800 ლარი, ან მეტი

26 დეკემბერი, 2016 15:18

განათლების მინისტრის განცხადებით, 2017 წლის პირველი იანვრიდან საქართველოში პედაგოგთა საშუალო ხელფასი 800 ლარი გახდება.  „ლიბერალი“ შეეცადა, დაედგინა, სისტემაში რეალურად რამდენია ისეთი პედაგოგი, რომელიც ხელზე 800 ლარს, ან უფრო მეტს მიიღებს.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, საჯარო სკოლებში 58535 პედაგოგი მუშაობს.

მათგან 43000, ანუ პედაგოგთა თითქმის 74% პრაქტიკოსი პედაგოგის სტატუსს ფლობს.

უფროსის სტატუსის მქონე 15 400 პედაგოგია, წამყვანის სტატუსი 135 პედაგოგს აქვს, მენტორის სტატუსის მფლობელი კი ჯერჯერობით არავინაა.

2017 წლის პირველი იანვრიდან მხოლოდ უფროსისა და წამყვანის ხელფასი იზრდება. ასევე - მენტორის.  უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით, რომ იზრდება არა ხელფასი, არამედ სტატუსთან მიბმული დანამატი.

კერძოდ, 2017 წლის იანვრიდან უფროსი მასწავლებლის დანამატი 140 ლარით იზრდება და  180 ნაცვლად  320 ლარი იქნება - ხელზე აიღებენ 256 ლარს.

წამყვანი მასწავლებელის დანამატი 230 ლარით გაიზრდება (ახლა270 ლარია ) 2017 წლის იანვრიდან ჯამში წამყვანი მასწავლებლის დანამატი 500 ლარი გამოდის, ხელზე აიღებენ -  400 ლარს.

800 ლარისა და მეტი ოდენობის ხელფასს უფროსისა და წამყვანის სტატუსის მქონე სრული დატვირთვის მომუშავე პედაგოგები მიიღებენ

სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით,  2017 წლის პირველი იანვრის ზრდის შემდეგ 800 ლარი და მეტი უფროსი და წამყვანი პედაგოგის სტატუსის მქონე პირთა ხელფასი იქნება, ოღონდ, მხოლოდ მათი, ვინც სრული დატვირთვით მუშაობს.

უფროსის სტატუსის მქონე  15400 პედაგოგიდან სრული დატვირთვით 8000 მუშაობს.

135 წამყვანი პედაგოგიდან კი 70 პედაგოგია ისეთი, ვინც სრული დატვირთვით მუშაობს.

შესაბამისად გამოდის, რომ 800  ლარი და მეტი ოდენობის ხელფასი სისტემაში მომუშავე 8070 ადამიანს ექნება. რაც 58,535 პედაგოგის თითქმის 14%-ია.

პრაქტიკოსის საშუალო ხელფასი 2017 წელს, სრული დატვირთვის შემთხვევაში, 600 ლარია. სრული დატვირთვით კი, 43000 პრაქტიკოსიდან მხოლოდ 15 000 მუშაობს.

აღსანიშნავია ისიც, რომ 600 ლარში შედის გადასახადიც, ანუ ხელზე სრული დატვირთვით  მომუშავე 15, 000-მდე ადამიანი 480 ლარს იღებს. 

მაღალმთიანი რეგიონის პედაგოგების ხელფასი

საათობრივ ანაზღაურებასა და სტატუსის დანამტთან ერთად 142-ლარიან დანამატს მიიღებენ მაღალმთიან რეგიონებში მომუშავე პედაგოგები. ასეთი კი სულ 10 885-ია.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^