Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

იურიდიულმა კომიტეტმა „გირჩის" წინადადების განხილვისთვის ვადის 20 დღით გახანგრძლივება ითხოვა

26 დეკემბერი, 2016 16:44

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „გირჩის" საკანონმდებლო წინადადების განხილვის ვადის 20 დღით გაძანგრძლოვება ითხოვა. 

როგორც პარლამენტის ბიუროსადმი წარდგენილ წერილშია ნათქვამი, „საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, აღნიშნულ საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით, კომიტეტს ესაჭიროება დამატებითი ინფორმაციისა და კვლევითი მასალების მოძიება და დამუშავება საკანონმდებო წინადადების საფუძვლიანად განსახილველად".

„შესაბამისად, საქართველოს პარალმენტის რეგლამენტის 150-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, გთხოვთ, აღნიშნული საკანონმდებლო წინადადების განხილვის ვადა გაგვიგრძელოთ 20 დღით", - ნათქვამია წერილში.

ბიუროს გადაწყვეტილებით, საკანონმდებლო წინადადების განხილვის ვადა, რეგლამენტის შესაბამისად, 10 დღით გახანგრძლივდა.

„გირჩი" საკანონმდებლო წინადადებით ითხოვს გაუქმდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა პირადი მოხმარების მიზნით მცენარე კანაფის დათესვა, მოყვანა ან კულტივირებაზე. 

ასევე, მოხდეს ნებისმიერი სახეობის ნარკოტიკების მცირე ოდენობით დამზადება, შეძენა, შენახვა ანდა უკანონო მოხმარებისთვის სისხლისსამართებრივი და ადმინისტრაციული  პასუხისმგებლბოის გაუქმება. 

როგორც დღეს გამართულ ბიუროს სხდომაზე იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ განაცხადა, საჭიროა სისტემური ხედვის ჩამოყალიბება და  ფრაგმენტული განხილვა შესაძლოა, ამ პროცესებისთვის პოზიტიური ფონის შემქმნელი არ იყოს.

განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა აღნიშნა, რომ აბსოლუტურად  ეთანხმება ეკა ბესელიას და მას ნარკოპოლიტიკის ეროვნულ პლატფორმასთან სამუშაო შეხვედრების ორგანიზებაში დახმარება შესთავაზა.

„31 დეკემბერი იყო ერთგვარ დედლაინად შემოთავაზებული, მაგრამ ეს არის უმნიშვნელოვანესი თემა და დაჩქარებული წესით განხილვა ვფიქრობ, არ იქნება სასურველი“, - აღნიშნა ჯაშმა.

ბესელიამ დასასრულს აღნიშნა, რომ ყველა კომიტეტი არის მაქსიმალურად მზად დიალოგისთვის.

„ძალიან კარგია, რომ მზად ვართ, ამ საკითხზე სისტემური ხედვა ჰქონდეს პარლამენტს. შესაძლოა, გავაერთიანოთ ჩვენი ძალები და საერთო პლატფორმა შევქმნათ ამ დიალოგისთვის, რომ  ყველა ეს საკითხი საბოლოოდ  კარგად იყოს ასახული საკანონმდებლო ცვლილებებში.  მე მგონია, რომ ეს კარგი გზავნილი იქნება ყველა იმ ადამიანისთვის, რომელსაც კიდევ აქვს განცდა, რომ ჩვენ ამ საკითხზე თავს ვიკავებთ გადაწყვეტილების მიღებისგან. ასე არ არის.  მინდა, რომ კარგად იყოს გააზრებული ის ცვლილებები, რომელსაც პარლამენტი მიიღებს. მე მივესალმები კოლეგების მზაობას, რომ გახსნილია დიალოგის სივრცე დაინტერესებულ მხარეებთან“, - აღნიშნა ბესელიამ.

საკანონმდებლო წინადადება პარლამეტნში 30 ნოემბერს დარეგისტრირდა.

ახალ წლამდე 1 წუთით ადრე „გირჩი" მარიხუანას საჯაროდ დათესავს - „თუ არ მოხდა ლეგალიზება"

რა არის საჭირო, რომ მარიხუანის დათესვის აქცია კანონის ფარგლებში მოექცეს - „გირჩის" მიმართვა

„მივმართავთ საქართველოს მომავალ  პარლამენტსა და მთავრობას და მოვითხოვთ, ახალ წლამდე შეცვალონ ნარკოტიკებთან დაკავშირებული კანონმდებლობა და მარიხუანის და მისგან დამზადებული პროდუქტების მოხმარება ქვეყანაში სრულად ლეგალიზებული გახდეს. ასევე, ლეგალიზებული იყოს მარიხუანის პირადი მოხმარების მიზნით კულტივირება და შენახვა", - ამის შესახებ „გირჩის" ლიდერმა ზურამ ჯაფარიძემ 16 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

მისი თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, „2016 წლის 31 დეკემბერს, 23:59 საათზე  „გირჩის“ წევრები, „გირჩის“ ოფისში, პირდაპირ ეთერში, საჯაროდ, ნებისმიერ სრულწლოვან მოხალისესთან ერთად დავრგავთ მარიხუანას”.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^