Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თორნიკე შევარდნაძე თსუ-ის ბიუჯეტზე: მთავარი საინტერესო და სამუშაო პროცესი მარტში გველის

26 დეკემბერი, 2016 23:11

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა 2017 წლის ბიუჯეტის პროექტი დაამტკიცა. თსუ-ის სენატისა და „აუდიტორია 115-ის" წევრი თორნიკე შევარდნაძე თავის ბლოგზე უნივერსიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტებს ეხმიანება, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„2016 წელი უნივერსიტეტის ისტორიაში გამორჩეული წელი იყო, ეს წელი სტუდენტური მოძრაობების ისტორიაში შევა, ამ პერიოდზე ისაუბრებენ, დაწერენ, კვლევებს ჩაატარებენ… თუმცა, 2016 წლის მოუგვარებელი პრობლემები 2017 წელშიც გადადის, ამასობაში უნივერსიტეტმა მომავალი წლის ბიუჯეტი დაამტკიცა, ბიუჯეტზე რიგი ორგანოები მუშაობენ და იგი საბოლოოდ სენატს წარედგინება დასამტკიცებლად (ან არდასამტკიცებლად).

23 დეკემბერს, 80 დღიანი (!) პაუზის შემდეგ უნივერსიტეტის წამომადგენლობითი საბჭო შეიკრიბა და განხილვის მთავარი თემა სწორედ უნივერსიტეტის 2017 წლის ბიუჯეტი იყო.

2017 წლის ბიუჯეტის პროექტში ფინანსური აქტივობების მხრივ მნიშვნელოვანი პროგრესული სიახლეებია: 30%-მდე შემცირებულია მივლინებების ხარჯები, შემცირდა ოფისის და წარმომადგენლობითი ხარჯები. საბოლოოდ უნივერსიტეტის 2017 წლის ბიუჯეტი 79 მილიონი ლარით განისაზღვრა. ბიუჯეტის 80% დაახლოებით სახელფასო ფონდზე მოდის…

სენატის სხდომაზე ბიუჯეტის შესახებ რიგი კონკრეტული კითხვები დაისვა. უპირველესად, ბიუჯეტში ჩადებული იყო პროგრესული პუნქტი, რომელიც ითვალისწინებს სტუდენტთა სამეცნიერო საქმიანობაზე 600 000 ლარის დახარჯვას. „აუდიტორია 115-ის“ წევრების მხრიდან დაისვა შეკითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ კონკრეტულად რაში დაიხარჯება აღნიშნული თანხა და როგორ გადანაწილდება ის ფაკულტეტებზე. რექტორმა ამის პასუხად განაცხადა, რომ დაიწყვება მუშაობა გადანაწილების წესსზე, წინასწარი ვარაუდით კი სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის აღნიშნული თანხიდან 100 000 ლარი ერგება.

უნივერსიტეტის ბიუჯეტის პროექტში ჩადებულია ინფორმაციები უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურის შესახებ. ამ მიმართულებით გამოყოფილია 1 მილიონი ლარი, კერძოდ ნახევარი მილიონი გადაუდებელი სამუშაოებისთვის. მოგვარდება მეორე კორპუსის ცენტრალური გათბობის პრობლემა. შეკითხვაზე, მოხვდება თუ არა უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსი სარემონტო გეგმაში, პასუხი იყო, რომ კონკრეტულად გაწერილი გეგმა არ არსებობსს, შესაბამისად, მთავარი საყურადღებო და სამუშაო უახლოეს მომავალში გვაქვს.

საუბარი იყო საინფორმაციო ტექნოლოგიების უზრუნველყოფაზე. როგორც ვიცით, ამ მიმართულებით უნივერსიტეტში მდგომარეობა სავალალოდაა, უნივერსიტეტს უწევს გატეხილი და არალიცენზირებული პროგრამებით სარგებლობა, ასეა სოციოლოგიის მიმართულებაზეც, როდესაც spss პროგრამა არალიცენზირებული სახითაა, რაც უამრავ პრობლემებს უქმნის სტუდენტებსა და პროფესორებს. რექტორის თქმით, მიმდინერეობს მოლაპარაკებები Microsoft-ის და სხვა კომპანიების წარმომადგენლებთან ლიცენზირებული პროგრამების შესაძენად და ამ მიმართულებითაც სიახლეებს უნდა ველოდეთ.

საბოლოოდ, წარმომადგენლობითმა საბჭომ წარმოდგენილ პროექტს მხარი ერთხმად დაუჭირა, თუმცა, მთავარი საინტერესო და სამუშაო პროცესი მარტში გველის, როდესაც მოხდება ბიუჯეტის დებულებების დაზუსტება და უფრო სიღრმისეული განხილვა.

დასაწყისში შემთხვევით არ მიხსენებია გასული წლის საპროტესტო ტალღები, წლის ბოლოს ამის კიდევ ერთი პოზიტიური შედეგი მივიღეთ – უნივერსიტეტში სტუდენტური პროექტების დაფინანსების ახალი წესი ამოქმედდება, რომელიც ყველა სტუდენტს თანაბარ და თანასწორ პირობებში ჩააყენებს. პროექტების დაფინანსება საგრანტო კონკურსების საფუძველზე სპეციალური კომისიის მეშვეობით მოხდება, რაც წარსულ მანკიერ პრაქტიკას და პრივილეგირებული ჯგუდების მხრიდან არამიზნობრივ ხარჯების ტრადიციას წერტილს დაუსვამს", - წერს შევარდნაძე.

ფოტო © ნუცა ბასილაშვილი

„აუდიტორია 115": სტუდენტური პროექტების დაფინანსების ახალი წესის ამოქმედდება საკმარისი არაა

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^