
ტელეკომპანია „იმედი" „მაესტროსა" და „GDS-ს" ყიდულობს. სავარაუდოდ, შეიქმნება ერთიანი მედიაჰოლდინგი, რასაც თითოეულ არხზე რეორგანიზაცია მოჰყვება - ამის შესახებ ინფორმაცია „ლიბერალს" სანდო წყარომ მიაწოდა.
როგორც „ლიბერალისთვის" გახდა ცნობილი, ოფიციალურ განცხადებას წილების შეძენასთან დაკავშირებით, ტელეკომპანია „იმედის" ხელმძღვანელობა, სავარაუდოდ, დღეს გააკეთებს.