Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ჯანელიძე: ციფრულ დიპლომატიას ვააქტიურებთ, საელჩოებს Twitter-ის ანგარიშების შექმნა დავავალეთ

28 დეკემბერი, 2016 15:17

საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძის თქმით, სამინისტრო ელექტრონული დიპლომატიის აქტიურად განხორციელების პროცესზე გადადის, რაც Twitter-ის ექაუნთების შექმნას გულისხმობს. 

მისი თქმით, ყველა საელჩოს მიეცა დავალება და უკვე ყველა ელჩს, ასევე საელჩოს შექმნილი აქვს Twitter ექაუნთი. 

„დაინერგა სხვა ელექტრონული სისტემი. ჩვენი სისტემის ელექტრონიზაციაზე ვმუშაობთ. ჩევნ გადავედით ძალიან აქტიურად ელექტრონული დიპლომატიის განხორციელების პროცესზე, რაც ციფრული დიპლომატიის, რაც გულისხმობს Twitter ექაუნთების გახსნას. ჩვენ ყველა საელჩოს მიეცა დავალება და ყველა საელჩოს და ყველა ელჩსაც შექმნილი აქვს Twitter ექაუნთები. სამინისტროებსაც ასევე. ასრის ჩემი პირადი Twitter ექაუნთი. ასევე ფეისბუქის გვერდები და ჩვენ ვცდილობთ სოციალური მედიის მაქსიმალურად გამოყენებას, მოგეხსენებათ, რომ თანამედროვე დიპლომატიის შემადგენელი ნაწილია Twitter და Facebook და სოციალური მედია. ამით ხდება ინფორმაციის მაქსიმალურად გატანა. ამიტომ მოგიწოდებთ [ჟურნალისტებს], რომ მაქსიმალურად დაუმეგობრდეთ ამ Twitter-ის და Facebook-ის გვერდებს. არამარტო ჩვენი სამინისტროსი არამედ საელჩოების და მიიღოთ ის ინფორმაციები, რომლებიც საელჩოების მიერ იდება. მოგეხსენებათ, რომ 63 სალეჩო გვაქვს" - თქვა მინისტრმა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^