Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პარლამენტმა მართლმსაჯულების რეფორმის ე.წ. მესამე ტალღის რეფორმის კანონპროექტები დაამტკიცა

29 დეკემბერი, 2016 15:08

პარლამენტმა დღვანდელ სხდომაზე მესამე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში შესატან ცვლილებათა პაკეტს. ცვლილება რვა კანონში განხორციელდა.

წარმოდგენილი პაკეტით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა რაოდენობა 28 წევრით განისაზღვრება. უქმდება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის, ასევე სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეების ინსტიტუტი.

ახლებურად ყალიბდება სააპელაციო და რაიონული (საქალაქო) სასამართლოების თავმჯდომარეთა თანამდებობაზე გამწესების საკითხი, კერძოდ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დანიშვნის ნაცვლად მათ შესაბამისი სასამართლოების მოსამართლეები აირჩევენ. განისაზღვრება ცალკეული პროცედურული საკითხებიც.

ერთ-ერთი სიახლე სასამართლოებში საქმეების ელექტრონული განაწილების წესის შემოღებაა. იცვლება მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმები.  ცვლილებათა პაკეტი დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის შემოღებასაც ითვალისწინებს. 

 „ჩვენ სამი მოსმენით მივიღეთ მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ტალღის ცვლილებათა პაკეტი, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოში მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობის შემდგომ განმტკიცებას“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.

”საერთო სასამართლოების შესახებ” კანონში შესატანი ცვლილებების პაკეტი მთავრობამ საკანონმდებლო ორგანოს 2015 წლის ივლისში წარუდგინა. ახალი მოწვევის პარლამენტმა ცვლილებებს 87 ხმით, ერთხმად დაუჭირა მხარი. 
 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^