Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„აუდიტორია 115“: ქალბატონი ჯაში იქცევა როგორც გრინჩი, გაგვწირა აქ ყოფნისთვის

30 დეკემბერი, 2016 11:46

სტუდენტური მოძრაობა „აუდიტორია 115“ მეექვსე კორპუსის დატოვებას, იქამდე არ აპირებს, სანამ პარლამენტში „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები არ დარეგისტრირდება. მოძრაობის წევრებმა, დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ როგორც კომიტეტში განუმარტეს, კანონპროექტის განხილვა სავარაუდოდ საგაზაფხულო სესიაზე მოხდება, რაც მათი თქმით, ნიშნავს იმას, რომ სტუდენტების პროტესტი მინიმუმ გაზაფხულამდე გაგრძელდება.

„მთელი ნოემბრის განმავლობაში „აუდიტორია 115-ის“  წარმომადგენლებმა ვაწარმოეთ მოლაპარაკებები საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტთან, ამ მოლაპარაკებების ფარგლებში ჩვენ წავედით ერთგვარ კომპრომისზე და ვუთხარით მათ, რომ მზად ვართ დავტოვოთ მეექვსე კორპუსი იმ შემთხვევაშიც კი თუ ისინი არა თუ კანონის ცვლილებას მიიღებდნენ, არამედ კანონში ცვლილებას დაარეგისტრირებდნენ. სამწუხაროდ განათლების კომიტეტის წარმომადგენლებმა არასწორად გაიგეს ჩვენი ნაბიჯი, ჩვენი კომპრომისი ჩათვალეს სისუსტედ და კანონის დარეგისტრირებაზეც კი უარი თქვეს, არა თუ ცვლილებაზე. ეს ხდება მაშინ როცა m2 საკანონმდებლო ინიციატივას დაჩქარებული წესით 4 დღეში განიხილავენ, ჩვენ 9 თვეა პროტესტში ვართ ჩართული და კანონი არც კი დაარეგისტრირეს“,- განაცხადა მოძრაობის წევრმა, ლევან ლორთქიფანიძემ.

მისი თქმით, კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა ათობით სტუდენტი, რომლებიც კორპუსში ათევენ ღამეს, გაწირა იმისთვის, რომ სადღესასწაულო დღეებიც მეექვსე კორპუსში გაატარონ.

„ჩვენ იძულებული ვართ კიდევ რამდენიმე თვით მეექვსე კორპუსში გავმაგრეთ,  ქალბატონი ჯაში იქცევა როგორც გრინჩი, გაგვწირა აქ ყოფნისთვის. ჩვენ კიდევ ერთხელ დღის წესრიგში ვაყენებთ კანონპროექტის ინიცირებას, მოვუწოდებთ პარლამენტს, რომ დაჩქარებულ რეჟიმში განიხილონ 45-ე მუხლის გაუქმების საკითხი, ხოლო სტუდენტებსა და პროფესორებს მოვუწოდებთ, რომ გამოხატონ სოლიდარობა და მხარდაჭერა აქ მყოფი სტუდენტებისადმი“,- განაცხადა ლევან ლორთქიფანიძემ.

სტუდენტური მოძრაობა „აუდიტორია 115-ის“ წევრებს უკვე 37 დღეა უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსი აქვთ დაკავებული.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

18 ოქტომბერი
18 ოქტომბერი

ნარკოპოლიტიკის პროექტზე სამსჯელოდ აქტივი ...

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ორგანიზებით, ნარკოპოლიტიკის შესახებ ინიცირებულ საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებით პარლამენტ ...
18 ოქტომბერი
18 ოქტომბერი

კვლევა: გაუფრთხილებლობით ჩადენილ დანაშაუ ...

რა სასჯელი გელით, თუ გაუფრთხილებლობით ჩაიდენთ დანაშაულს და როგორია სასამართლოს გადაწყვეტილებები მსგავს დანაშაულებთან მიმ ...
18 ოქტომბერი
18 ოქტომბერი

ალექსეი ნავალნის 2028 წლამდე არჩევნებში ...

რუსეთში ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის მხარდასაჭერად რამდენჯერმე მოეწყო აქცია. „კორუფციასთან ბრძო ...
^