Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გამომცემლობების ნაწილი კონკურსის ერთი წლით გადადების მომხრეა

30 დეკემბერი, 2016 20:59

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, მინისტრსა და გამომცემლობების წარმომადგენლებს შორის მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდგომ, გამომცემლობების წარმომადგენლებმა განაცხადეს, მინისტრთან შეხვედრისას ძირითადად გრიფირების გამოცხადების ვადებთან დაკავშირებით იმსჯელეს.

გამომცემლობათა ნაწილი გრიფირების ერთი წლით გადადების მომხრეა, ვინაიდან,  მათი განმარტებით, სამინისტროს მიერ შეთავაზებული ვადა, სახელმძღვანელოების 1 მარტამდე წარდგენის თაობაზე არაგონივრულია. შეხვედრისას ასევე განიხილეს, ვადის 15 აპრილამდე გადაწევის საკითხიც.  როგორც გამომცემლობების წარმომადგენლებმა  განაცხადეს, ამ საკითხთან დაკავშირებით შეხვედრისას კონკრეტული გადაწყვეტილება არ მიღებულა. მათი თქმით, მინისტრმა მოისმინა მათი არგუმენტები და განაცხადა რომ აღნიშნულ წინადედებებზე იმუშავებს, მომდევნო შეხვედრა კი იანვარში ჩაინიშნა.

გამომცემლობა „ინტელექტის“ ხელმძღვანელმა, კახა კუდავამ, „ლიბერალთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ ის მომხრეა გრიფირება ერთი წლით გადაიწიოს, რაც გამომცემლობებს საშუალებას მისცემს ხარისხიანი სახელმძღვანელოები მოამზადონ. თუმცა, მისი თქმით, მხოლოდ ვადა არ არის პრობლემა, ჯერჯერობით გამომცემლობებისთვის გაურკვეველია და შეთანხმება მიღწეული არ არის ისეთ საკითხებზე, როგორიცაა სახელმძღვანელოების წონა და ფასების მატრიცა.

„მაგალითად ჩვენ ვბეჭდავთ მათემატიკის სახელმძღვანელოებს პირველ-მეექვსე კლასში. რაოდენობრივად ეს ნიშნავს,- მოსწავლის 6 სახელმძღვანელოს, მასწავლებლის 6 წიგნს და მოსწავლის 6 რვეულს.  ანუ თვრამეტ წიგნს, მხოლოდ ამ საგნის შემთხვევაში. ჩვენ გვაქვს პრეტენზია მონაწილეობა მივიღოთ კონკურსში 4 საგნის სახელმძღვანელოებისთვის. მათ მომზადებას კი გონივრული დრო სჭირდება. 2 თვეში სახელმძღვანელოები არ იწერება.  პირველი-მეექვსე კლასების სახელმძღვანელოები დაკაბადოენებულიც რომ ჰქონდეს გამომცემლობას, ორი თვე მხოლოდ იმას სჭირდება რომ წიგნი მოიყვანოს წესრიგში“,- თქვა მან.

გრიფირება I-VI კლასების სახელმძღვანელოებზე უნდა გამოცხადდეს, რომელთათვისაც ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა უკვე დამტკიცდა, რომელიც 2017-2018 სასწავლო წლიდან უნდა დაინერგოს. 

ვადის ერთი წლით გადაწევასთან დაკავშირებით, ამავე მოსაზრებას იზიარებს, გამომცემლობა „სიდის“ ხელმძღვანელი ნინო ტალახაძე. მისი თქმით, მინისტრის წინადადება, რომ პირველ მარტს ყოფილიყო ახალი სახელმძღვანელოების ჩაბარების ბოლო ვადა, ვერ იმუშავებდა, რადგან გამომცემლობებს ბევრ საკითხთან დაკავშირებით პასუხები ჯერ კიდევ არ აქვთ, მაგალითად არ იციან დაზუსტებით ტექნიკურად, როგორ უნდა შეფასდეს სახელმძღვანელოები. მისი თქმით, ამ საკითხზე აქამდე გამართული შეხვედრებისას მსჯელობდნენ, მაგრამ შეფასების კრიტერიუმები ჯერ დამტკიცებული არ არის.

„რთულია სახელმძღვანელოზე მუშაობა როცა არ იცი, არც ვადა და არც პირობები. სწორედ ამიტომ, შეხვედრისას უმრავლესობას სურდა რომ გრიფირება ერთი წლით გადაიდოს. თუ ასე მოხდება, გამომცემლობებს ზუსტად გვეცოდინება პირობები, დროც გვექნება, რომ მშვიდად განვაგრძოთ მუშაობა. რადგან, გამომცემლებს პრეტენზია გვაქვს რომ მაღალი ხარისხის წიგნები მოვამზადოთ. მართალია ჩვენ ვმუშაობდით აქამდეც, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. მაგალითად მე „მე და საზოგადოების“ სახელმძღვანელოს ავტორიც ვარ. ჩემს შემთხვევაში რამდენჯერმე შეიცვალა საგნის სტანდარტი, შესაბამისად,   ჩემი ნამუშევარიც შეიცვალა. ავტორისთვის ძნელია მუშაობა, როდესაც კონკრეტული პირობები არ იცის“,- უთხრა მან „ლიბერალს“.

გამომცემლობების წარმომადგენელთა ნაწილი კი მომხრეა ვადა 15 აპრილამდე გადაიწიოს. „ბაკურ სულაკაურის“ გამომცემლობის დირექტორი თინათინ მამულაშვილი მიიჩნევს, რომ გრიფირების ერთი წლით გადატანა არ არის მიზანშეწონილი. ის ამბობს, რომ დამატებით თვენახევარში გამომცემლობისთვის შესაძლებელი იქნება სახელმძღვანელოები საკონკურსოდ მოამზადონ.

შეხვედრის დასრულების შემდგომ, მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ კომენტარის გაკეთება არ ისურვა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^